​დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონია

საქართველოს და კვიპროსის პრეზიდენტებმა დღეს, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, ორმხრივ დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ხელი მოაწერეს სამ დოკუმენტს ჯანდაცვისა და მედიცინის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ; საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივი დაცვის შესახებ; სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. აღინიშნა, რომ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის დღეს გაფორმებული დოკუმენტები მნიშვნელოვანი როლის მატარებელია.

სხვა სიახლეები