საქართველოს პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს მზია თოდუას შეხვდა.
შეხვედრა უზენაესს სასამართლოში გაიმართა რითაც პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის წინაშე ყველა თანასწორია მისი თანამდებობისა და სოციალური სტატუსის მიუხედავად.
მზია თოდუამ შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა და მართლმსაჯულების მუზეუმი დაათვალიერებინა, რომლეიც 2013 წლის 15 მაისს, მოსამართლის დღეს, უზენაესი სასამართლოს შენობაში გაიხსნა.
მუზეუმის მეორე ნაწილში პირვანდელი სახით შენარჩუნებულია ისტორიული ა.წ. „1 დარბაზი“, რომელიც აღჭურვილია 70-იანი წლების ავეჯით. ამ დარბაზში იმართებოდა გახმაურებული პროცესები, მათ შორის ე.წ. „თვითმფრინავის გამტაცებელთა“, ,,მხედრიონელთა“ და სხვათა საქმეები.

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი - თანამედროვე ხელოვნება ჩვენი აწმყოსა და მომავალი თაობებისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ამით ჩვენ დიალოგში შევდივართ სხვა ევროპულ ქვეყნებთან