პრეზიდენტმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო და ვეტერანებს გამარჯვების დღე მოილოცა.

"ყველა ვეტერანს მინდა მივულოცო გამარჯვების დღე. დღეს ყველა ომში დაღუპული გმირის პატივისცემის დღეა, ვინც თავისუფლებისა და თავიანთი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. დღევანდელი დღე ომის დასასრული იყო ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც გერმანელებს ტყვედ ჩაუვარდა, იმ ემიგრანტებისათვის, რომლებიც იბრძოდნენ, მათი გაგებით, საბჭოთა დამპყრობლების წინააღმდეგ, ყველა საქართველოსთვის დაიღუპა. მე მინდა მათი ხსოვნის პატივისცემა გამოვხატო დღეს“, - სალომე ზურაბიშვილი.

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი - თანამედროვე ხელოვნება ჩვენი აწმყოსა და მომავალი თაობებისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ამით ჩვენ დიალოგში შევდივართ სხვა ევროპულ ქვეყნებთან