შეხვედრა პოლონეთის სენატის მარშალთან

პოლონეთი ევროპაში საქართველოს ელჩი იქნება - აღნიშნულის შესახებ დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და პოლონეთის სენატის მარშალთან სტანისლავ კარჩევსკიმ სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში პოლონეთის აქტიური მხარდაჭერის საკითხები განიხილეს და აღინიშნა, რომ პოლონეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რომელსაც ის ეყრდნობა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირისა და ნატოსკენ სვლის მიმდინარე ეტაპზე. პრეზიდენტმა პოლონელ სტუმართან რეგიონში არსებული ვითარება და უკრაინის საკითხი განიხილა. პოლონეთის სეიმის თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთში, 1 სექტემბერს მეორე მსოფლიო ომის დაწყების 80 წლის იუბილეზე მიიწვია, რაზეც პრეზიდენტმა თანხმობა განაცხადა.

სხვა სიახლეები