პრეზიდენტი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი პრემიერთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო და სტუმრებს სიტყვით მიმართა: ,,გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, რომელიც ქვეყნის დაბადებისა და თავისუფლების დღეა! ამიტომ აუცილებელია გავიხსენოთ ჩვენი ისტორიის მძიმე პერიოდები, მაგრამ ამავე დროს ვიზეიმოთ, რადგან ქვეყნის თავისუფლება ეს არის ის, რაც ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ყველასათვის ნათელია, რომ 26 მაისი ყველას დასაცავი და განსამტკიცებელია", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი - თანამედროვე ხელოვნება ჩვენი აწმყოსა და მომავალი თაობებისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ამით ჩვენ დიალოგში შევდივართ სხვა ევროპულ ქვეყნებთან