​საქართველოს პრეზიდენტმა მინდია სალუქვაძე და გალიტ ლუსკი დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოში მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი მინდია სალუქვაძე  (სიკვდილის შემდეგ) ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.
მინდია სალუქვაძე სამეცნიერო მოღვაწეობის გარდა, აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც. იგი იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, მისი ხელმოწერა დაფიქსირებულია საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე.
დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისა და საქართველოში ჰუმანიტარული საქმიანობისათვის გალიტ ლუსკი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
გალიტ ლუსკი 2008 წლის ომის პერიოდში, საომარი მოქმედებების ზონაში მცხოვრები მოსახლეობისათვის ისრაელელების დახმარებას უწევდა ორგანიზებას.

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი - თანამედროვე ხელოვნება ჩვენი აწმყოსა და მომავალი თაობებისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ამით ჩვენ დიალოგში შევდივართ სხვა ევროპულ ქვეყნებთან