​პრეზიდენტმა ადმინისტრაციაში დედაქალაქის მერს, პრემიერსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რეაბილიტირებული ორბელიანის მოედნის დედაქალაქის მერთან ერთად გახსნა და პრეზიდენტის სასახლეში პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს, დეპუტატებსა და დედაქალაქის საკრებულოს უმასპინძლა.
პრეზიდენტმა ხელისუფლების წარმომადგენლებს რეაბილიტირებული ორბელიანების სასახლე დაათვალიერებინა, ორბელიანის მოედნის გახსნისას კი, დედაქალაქის მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ კიდევ ერთი შესანიშნავი უბნის რეაბილიტაცია თბილისის მერის კახა კალაძისა და მისი გუნდის დამსახურება და შრომის შედეგია.
​,,ის, რაც დღეს გაკეთდა სწორედ ისაა, რასაც ჩვენ ყველანი ოცნებებსა და იმედებში ვხედავდით. ყოველდღიურად, ორბელიანების სასახლიდან ვუყურებდი როგორ შენდებოდა ეს უბანი და დღეს თუ კიდევ ვინმე იკითხავს - რატომ გადმოვედი ამ სასახლეში, შეუძლია ნახოს როგორია ეს უბანი და უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტის სასახლე აქ. ძალიან ბედნიერი ვარ მეყვავილეების გამო, რომლებიც წუხდნენ იმაზე, რომ შესაძლოა, მათი ადგილი რეაბილიტაციის შემდეგ აქ აღარ ყოფილიყო, მაგრამ მათთვის ულამაზესი სავაჭრო ადგილია მოწყობილი. ეს უბანი სულ ყვავილებით იქნება მორთული და ამითაც იქნება გამორჩეული“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი - თანამედროვე ხელოვნება ჩვენი აწმყოსა და მომავალი თაობებისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ამით ჩვენ დიალოგში შევდივართ სხვა ევროპულ ქვეყნებთან