​საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთის ბიზნესსკოლის INSEAD-ის კურსდამთავრებულები მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს სასახლეში საფრანგეთის ბიზნესსკოლის INSEAD კურსდამთავრებულები მიიღო, რომლებიც საქართველოში ტურისტული მიზნით იმყოფებიან და საქართველოს კულტურასა და ღირსშესანიშნაობებს ეცნობიან. საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებს საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რუსეთის ოკუპაციისა და მავთულხლართების შესახებ ისაუბრა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე და მის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ბიზნესსკოლის კურსდამთავრებულები საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკური კურსის მიმართულებითა და ეკონომიკური შესაძლებლობებით დაინტერესდნენ.

სხვა სიახლეები