​საქართველოს პრეზიდენტმა კლინიკებში განთავსებული დაშავებულები მოინახულა


მინსკიდან დაბრუნებულმა საქართველოს პრეზიდენტმა, საგანგებო ბრიფინგი გამართა და ბრიფინგის შემდეგ რამდენიმე  სამედიცინო დაწესებულებასებაში გუშინ რუსთაველის გამზირზე დაშავებული აქციის მონაწილეები და პოლიციელები მოინახულა.
 
პრეზიდენტმა დაშავებულები გაამხნევა და გამოჯანმრთელება უსურვა. აქციაზე დაშავებულ პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს ოფთალმოლოგიური და ნეიროქირირურგიული ოპერაციები წარმატებით ჩაუტარდათ.

პრეზიდენტმა მოქალაქეებზე ზრუნვისათვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სასწრაფო დახმარების თანამშრომლებსა და ჯანდაცვის სფეროს ყველა წარმომადგენელს.

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი - თანამედროვე ხელოვნება ჩვენი აწმყოსა და მომავალი თაობებისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ამით ჩვენ დიალოგში შევდივართ სხვა ევროპულ ქვეყნებთან