პრეზიდენტი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს:

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარებისა ბანკის ვიცეპრეზიდენტ პიერ ჰეილბრონის და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცეპრეზიდენტ ვაზილ ჰუდაკის და მსოფლიო ბანკის ახალ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსს შეხვდა.

შეხვედრებზე საუბარი შეეხო საფინანსო ინსტიტუტების მიერ მხარდაჭერილ პროექტებსა და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს, სატრანსპორტო და შავი ზღვის ინფრასტრუქტურაში სამომავლო ევროპულ ინვესტიციებს და რეგიონული ეკონომიკური განვითარების მიმართულებებს.

სხვა სიახლეები