პრეზიდენტი ნუშისა და ლავანდას პლანტაციებს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგარეჯოს რაიონში ნუშისა და სიღნაღის რაიონში ნუკრიანის ლავანდას პლანტაციები დაათვალიერა.

 

პლანტაციებს პრეზიდენტი მცირე და საშუალო აგროპროექტების განვითარების მხარდაჭერის ფარგლებში ესტუმრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ყველა რეგიონს სხვადასხვა მიმართულებების თვალსაზრისით, განვითარების უდიდესი პოტენციალი გააჩნია, რომელსაც ათვისება სჭირდება.
 

ევროპაში ყველაზე დიდი ნუშის პლანტაცია კახეთში ,,აჭარა გრუპის" 40 მილიონიან ინვესტიციას წარმოადგენს და ის 2017 წელს 2 000 ჰექტარზე გაშენდა. აგროპროექტში ,,უდაბნო" 500 ადგილობრივია დასაქმებული. ინვესტორები სამომავლოდ აგროტურიზმის განვითარებასაც გეგმავენ. დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანში ლავანდას პლანტაცია დაათვალიერა, რომელიც ადგილობრივი ინვესტიციით 2015 წელს გაშენდა კახეთისათვის არატრადიციული და უცხო კულტურა.
განსაკუთრებული სილამაზის ლავანდას ბაღების გამო ნუკრიანი ტურისტებისთვის ერთ-ერთ მიმზიდველ ლოკაციად იქცა.

სხვა სიახლეები