საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას C ჰეპატიტის სკრინინგის ჩატარებისაკენ მოუწოდებს

C ჰეპატიტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა გურჯაანში, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, C ჰეპატიტის სკრინინგი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩაიტარა.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის ნახევარზე მეტი უკვე გავიარეთ, მძიმედ დაავადებული ადამიანები უკვე განიკურნენ და ახლა მნიშვნელოვანი და აუცილებელია ყველამ გაიაროს ტესტირება, რომელიც უფასო პროცედურაა.

პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ეს გზავნილი მივიდეს ყველა მოქალაქემდე, დავამარცხოთ C ჰეპატიტი და ვიყოთ სამაგალითო. აღსანიშნავია რომ, სულ რაღაც ერთი კვირის წინ, აგერ უკვე კახეთის რეგიონშიც ამოქმედდა ე.წ. "ინტეგრირებული სკრინინგის" პროგრამა, რაც ნიშნავს რომ ერთი ვიზიტის ფარგლებში შესაძლებელია 3 ყველაზე მძიმე დაავადების დიაგნოსტიკა, როგორიცაა: C ჰეპატიტი, აივ/შიდსი და ტუბერკულოზი. საქართველოს პრეზიდენტმა დღესვე ფრანგული სამედიცინო ცენტრი,,კახეთი იონი" დაათვალიერა.

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი - თანამედროვე ხელოვნება ჩვენი აწმყოსა და მომავალი თაობებისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ამით ჩვენ დიალოგში შევდივართ სხვა ევროპულ ქვეყნებთან