საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ომის ვეტერანებს შეხვდა და სახელმწიფო ჯილდოები გადასცა

პრეზიდენტმა სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისა და მხედრული ვალის პირნათლად მოხდისათვის მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ დააჯილდოვა ვეტერანები: ზურაბ ადუაშვილი, ჯიმი ინატაშვილი და გრიგოლ ტოგონიძე.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყანა და მისი ღირსება იზომება იმით, როგორ ექცევა ის ვეტერანებს, რადგან მათი პატივისცემა ქვეყნის პატივისცემას ნიშნავს და სწორედ ვეტერანთა დაფასებისა და პატივისცემის გამოხატულებაა ეს სახელმწიფო ჯილდოები. შეხვედრას ესწრებოდნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები და ვეტერანთა ოჯახის წევრები. 

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი დაჭრილ მეომრებსა და ვეტერანებს - თქვენ ყველგან იჩენთ სიმამაცესა და იმ თავდადებას, რომელიც იყო და ყოველთვის იქნება ქართველობის ნიშანი, ჩვენმა საზოგადოებამ კი ამისათვის ყოველდღიურად უნდა გამოხატოს მადლიერება

პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული თავდადებისათვის 13 არტილერისტი, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის ორდენით დააჯილდოვა