უნგრეთის პრეზიდენტის იანოშ ადერის ოფიციალური დახვედრის ცერემონია

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში უნგრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის იანოშ ადერის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა.

დახვედრის ცერემონიაზე შესრულდა უნგრეთისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები. საქართველოს და უნგრეთის პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს საქართველოს სახელმწიფო დროშას და სახელმწიფო დელეგაციები წარუდგინეს ერთმანეთს.
 
ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის ელჩები საქართველოში. აღსანიშნავია, რომ უნგრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების განმავლობში პირველად სტუმრობს საქართველოს. უნგრეთის პრეზიდენტი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვია.

სხვა სიახლეები