პრეზიდენტი ბათუმში შავი ზღვის ხელოვნების მეშვიდე ფესტივალის საზეიმო გალაკონცერტს დაესწრო

პრეზიდენტი ბათუმში შავი ზღვის ხელოვნების მეშვიდე ფესტივალის საზეიმო გალა-კონცერტს დაესწრო ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი საქართველოს პრეზიდენტისა და იუნესკოს პატრონაჟით მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა მსოფლიოს არაერთმა ცნობილმა შემსრულებელმა მიიღო.

 

პრეზიდენტმა კონცერტის შემდეგ შთაბეჭდილებები ჟურნალისტებს გაუზიარა და ახალგაზრდების საკონცერტო გამოსვლებს გამორჩეული უწოდა.

,,ეს იყო არაჩვეულებრივი კონცერტი ნიჭიერი ახალგაზრდების მონაწილეობით. ეს ფესტივალი მნიშვნელოვანია ბათუმისა და სრულიად საქართველოსათვის. ჩვენს ახალგაზრდებს ეძლევათ შანსი გავიდნენ საზღვარგარეთ, ისწავლონ ახალი მეთოდებით ევროპაში, ეზიარონ თანამედროვე კულტურას და ჩამოიტანონ ის საქართველოში. ეს მათთვის ძალიან დიდი ზრდის შანსია", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, ახალგაზრდა ვირტუოზებმა ბათუმის დრამატულ თეატრში მსოფლიო კლასიკოსების ნაწარმოებები შეასრულეს.

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი - თანამედროვე ხელოვნება ჩვენი აწმყოსა და მომავალი თაობებისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ამით ჩვენ დიალოგში შევდივართ სხვა ევროპულ ქვეყნებთან