საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მედლინ მუნის და ნატოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა.


პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო - ნატოს ურთიერთობების პროგრესის საკითხი განიხილეს.

საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ამ პროცესში საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებულ საკითხებს და სალომე ზურაბიშვილს მედლინ მუნიმ საკუთარი შთაბეჭდილებები და ემოციები გაუზიარა დღეს ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან სტუმრობასთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეასთან განიხილა ასევე შიდაპოლიტიკური საკითხები, პრეზიდენტის ახალი ფუნქციები და ეკონომიკური პროექტები.

სხვა სიახლეები