საქართველოს პრეზიდენტი ნიუ-იორკში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის, მელანია ტრამპის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო, რომელზეც აშშ-ის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაში მონაწილე მსოფლიო ლიდერებს უმასპინძლეს. ოფიციალური მიღება გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელების პატივსაცემად, ტრადიციულად, ყოველწლიურად იმართება. დონალდ ტრამპს საჩუქრად წიგნი “რელიგიები საქართველოში“ გადაეცა.

სხვა სიახლეები