საქართველოს პრეზიდენტი ტოკიოში იაპონიის იმპერატორის, მისი უმაღლესობა ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ქალიშვილთან ერთად, ტოკიოში იაპონიის იმპერატორის, მისი უმაღლესობა ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონიას დაესწრო.

იაპონიამ 22 ოქტომბერი ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადა. ცერემონიას ასევე ესწრებოდა 180 ქვეყნის 2000 წარმომადგენელი. საქართველოს პრეზიდენტი დღესვე იაპონიის იმპერატორის, მისი უმაღლესობა ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის აღსანიშნავად გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრება.

სხვა სიახლეები