​საქართველოს პრეზიდენტმა იაპონიაში სამუშაო ვიზიტი იაპონიის პრემიერ მინისტრთან შინძო აბესთან შეხვედრით დაასრულა

საქართველოს პრეზიდენტმა და იაპონიის პრემიერმა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურების საკითხები განიხილეს.
საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას იაპონიის პრემიერს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის, ბორდერიზაციის, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების, მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ და მადლობა გადაუხადა იაპონიის პრემიერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შინძო აბე საქართველოსი ვიზიტით მოიწვია. შეხვედრისას საუბარი შეეხო ორმხრივ საინვესტიციო შეთანხმებას, აღინიშნა, რომ საჭიროა დროულად მოხდეს მისი გაფორმება, რამაც უნდა გაზარდოს იაპონური კომპანიების ქართული ბაზრით დაინტერესება. ასევე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობა კულტურის და სპორტის მიმართულებით, კერძოდ კი, 2020 წელს ტოკიოს ოლიმპიადის მოსამზადებელი სამუშაოები. პრეზიდენტმა იაპონიის პრემიერს იმპერატორის ტახტზე ასვლა მიულოცა.

სხვა სიახლეები