![](https://president.ge/uploads_script/news/1996_2021.12.23.png)
საქართველოს პრეზიდენტს სლოვაკეთის ელჩმა პაველ ვიზდალმა და 8 ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს.
საქართველოს სახელმწიფო მეთაურს რწმუნებათა სიგელები 8 ქვეყნის: სლოვენიის, უგანდის, ტანზანიის, არგენტინის, სამრეთ აფრიკის, მექსიკის, ინდოეთის, შრილანკის არარეზიდენტმა ელჩმა გადასცა.
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა არარეზიდენტი ელჩებისთვის მიღება გამართა და დიპლომატებს საქმიანობაში წარმატებები უსურვა.