პრეზიდენტი „ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები“ საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს მე-5 საერთაშორისო კონფერენციის „ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები“ მონაწილეებს შეხვდა.

​შეხვედრისას საუბარი შეეხო ქართული და აფხაზური ენების წინაშე მდგარ გამოწვევებს, ენის კომპიუტერული მოდელირების, ავტომატური თარგმნისა და ენის ელექტრონული სწავლების საკითხებს. შეხვედრას ესწრებოდნენ: ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერების მკვლევარი ლუნდის უნივერსიტეტიდან იერდ კარლინგი, ქართველოლოგი, ტიპოლოგი მალმოს უნივერსიტეტიდან კარინა ვამლინგი, კორსპუსლინგვისტიკის მკვლევარი ლიდზის უნივერსიტეტიდან სერგეი შაროვი, კორპუსლინგვისტიკის აღიარებული სპეციალისტი ეკონომიკის უმაღლესი სკოლიდან დიმიტრი სიჭინავა, მკვლევარი ნიუ ჯერსის საქალაქო უნივერსიტეტიდან დონა მ. ფარინა.

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი - თანამედროვე ხელოვნება ჩვენი აწმყოსა და მომავალი თაობებისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ამით ჩვენ დიალოგში შევდივართ სხვა ევროპულ ქვეყნებთან