საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, თეატრალური სფეროს განვითარების მხარდაჭერის მიზნით თეატრის სფეროში მოღვაწე მსხვილ ორგანიზაციებთან დღეს პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
თეატრალური სფეროს წარმომადგენლები მიესალმებიან პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილ დიალოგის ფორმატს და აცხადებენ, რომ სამუშაო ჯგუფის შემადგენლობის გაფართოება მომავალში აუცილებელია.
"ძალიან კმაყოფილი ვარ ამ დიალოგის დაწყებით, სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა გაფართოვდება და ჩვენ სხვადასხვა კონკრეტულ წინადადებებსაც მოვამზადებთ. შეხვედრები გახდება ფართომასშტაბიანი და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებსაც მოიცავს", - განაცხადა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი შალუტაშვილმა.