​თბილისსა და 11 ქალაქში საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით წინასაახალწლო ღონისძიებები ჩატარდა

წინასაახალწლო დღეებში თბილისსა და 11 ქალაქში საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით არსებული ლიცენზირებული და მოქმედი ბავშვთა სახლების, საოჯახო ტიპის სახლების, დღის ცენტრების, შშმბ ცენტრებისა და მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვებისათვის, ასევე, ომის ვეტერანების შვილებისა და შვილიშვილებისათვის, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაცვლილი პირების შვილებისათვის 15 წინასაახალწლო ღონისძიება ჩატარდა.
 
სამი დღის განმავლობაში, მთაწმინდის პარკში 8 წლამდე ასაკის პატარებს უფასოდ შეეძლოთ საბავშვო ატრაქციონებზე გართობა, მათ განწყობაზე ასევე სანტა-კლაუსები ზრუნავდნენ.
 
საახალწლო, საბავშვო სპექტაკლები თბილისში 1000-ზე მეტი ბენეფიციარისათვის გაიმართა, ხოლო რეგიონებში: ზუგდიდში, ბათუმში, ბორჯომში, გორში, რუსთავში, ხაშურში, მცხეთაში, ქუთაისში, ზესტაფონში, ფოთსა და ახალციხეში 3500-მდე ბავშვისათვის.
 
აღნიშნული კატეგორიის 110 ბავშვთა სახლსა და სხვადასხვა დაწესებულებებს გადაეცათ საახალწლო საჩუქრები და ტკბილეული. 14 ბავშვთა სახლს საჩუქრები პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გადასცეს.
 
ასევე იაშვილის კლინიკაში პრეზიდენტის მრჩეველმა პატარა პაციენტებს საახალწლო საჩუქრები გადასცა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა.

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი - თანამედროვე ხელოვნება ჩვენი აწმყოსა და მომავალი თაობებისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ამით ჩვენ დიალოგში შევდივართ სხვა ევროპულ ქვეყნებთან