ოზურგეთში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ლიცენზირებული და მოქმედი ბავშვთა სახლების ბენეფიციარებისათვის საშობაო სპექტაკლი გაიმართა

ოზურგეთში საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, გურიის რეგიონში არსებული ლიცენზირებული და მოქმედი ბავშვთა სახლების, საოჯახო ტიპის სახლების,დღის ცენტრების, შშმპ ცენტრებისა და მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვებისათვის საშობაო სპექტაკლიჩატარდა.

აღნიშნული კატეგორიის ბავშვებისათვის, სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად 19-20-21 დეკემბერსსაბავშვო სპექტაკლები ჩატარდა ასევე, თბილისსა და საქართველოს 11 ქალაქში.

საახალწლო, საბავშვოსპექტაკლები თბილისში 1000-ზე მეტი ბენეფიციარისათვის ჩატარდა, ხოლო რეგიონებში: ზუგდიდში, ბათუმში,ბორჯომში, გორში, რუსთავში, ხაშურში, მცხეთაში, ქუთაისში, ზესტაფონში, ფოთსა და ახალციხეში 3500-მდებავშვისათვის. ასევე საახალწლო საჩუქრები და ტკბილეული 110 ბავშვთა სახლსა და სხვადასხვადაწესებულებებს გადაეცათ. 14 ბავშვთა სახლს საჩუქრები პირადად გადასცეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი - თანამედროვე ხელოვნება ჩვენი აწმყოსა და მომავალი თაობებისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ამით ჩვენ დიალოგში შევდივართ სხვა ევროპულ ქვეყნებთან