პრეზიდენტი ექიმებს - დარწმუნებული ვარ, რაც უფრო ძლიერი იქნება ქვეყანაში მედიცინის სფერო, მით უფრო ძლიერი იქნება ქვეყანა

პრეზიდენტმა დღეს ორბელიანების სასახლეში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას ,,ჩვენი ხმა ევროპას“ შეუერთდნენ.

ხელმოწერების კამპანია 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო და საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნით ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვას ითვალისწინებს.  

,,თქვენი ხმა ევროპას! იმედი მაქვს ყველამ მოაწერეთ ხელი მიმართვას. ეს არის ჩვენი ერთობლივი გზა, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია, ჩვენ სხვა პერსპექტივა არ გვაქვს და ამისი ახსნა დღეს თქვენთან ყველაზე ნაკლებად მჭირდებასამედიცინო სფერო, რომელიც დღეს აქაა შეკრებილი ჩვენი საზოგადოების ს ნაწილია, რომელიც ყველაზე კარგად აცნობიერებს, თუ რამდენად სჭირდება ჩვენს ქვეყანას ჯანდაცვის სფეროში ევროპა და ევროპული სტანდარტები. 

ეს ნამდვილად ჩვენი მომავალი, რომელიც ერთი ადამიანის ჯანმრთელობის დაცვით იწყება და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მომავლისთვის, ახალგაზრდებისა და ბავშვების ჯანდაცვით გრძელდება. ამიტომ ყველამ კარგად ვიცით, რომ ევროპა არ არის რაღაც მიუწვდომელი იდეალი, იქაც ალბათ ამ სფეროში ძალიან ბევრი პრობლემები, მაგრამ არსებობს მინიმალური სტანდარტები, რაც ყველასთვის მინიმალური სტანდარტი უნდა გახდეს და ჯანდაცვის უფლება მხოლოდ სიტყვა და მხოლოდ ფარატინა ქაღალდებზე არ უნდა დარჩეს - ეს ჩვენს ქვეყანაში რეალობა უნდა გახდეს.

ჩვენ კარგად ვიცით ევროპა. ძალიან ბევრი თქვენგანი სწავლობდა ევროპაში, ან დღეს სწავლობს, ძალიან ბევრი მოღვაწეობს ევროპაში და სხვათა შორის, საკმაოდ წარმატებული, ცნობილი და აღიარებული ექიმები არიან იქიმ ჰოსპიტალებში, კლინიკებში, სადაც მოღვაწეობენ. ევროპამ ჩვენც გაგვიცნო. ისე არ არის მხოლოდ რომ ჩვენ მივდივართ ევროპისკენ, ევროპაც გარკვეულწილად მოდის ჩვენკენ. ჩვენი მიღწევა კოვიდთან ბრძოლასა და გამკლავებაში შემჩნეველი არ დარჩენილა. 

ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი ქვეყანა, რომლის ჯანდაცვის სისტემამაც გაუძლო ამ გამოწვევას და ამას იმ წარმატებულ ადამიანებს უნდა ვუმადლოდეთ, რომლებმაც კოვიდპანდემია მართეს. შეიძლება ჩვენი ჯანდაცვის სისტემა იდეალური ნამდვილად არ არის, მაგამ ეს შევძელით და ამითი ერთგვარი პატივისცემა დავიმსახურეთ. 

ასევე, სხვადასხვა მიმართულებითა და სხვადასხვა სფეროებში უკვე აღიარებული საქართველო და მეტი და მეტი ინტერესი ჩნდება ჩვენს მიმართ. ინტერესი ჩნდება ფაგებით მკურნაობის მიმართ, ასევე, მთელი რიგი პარამედიცინის, რეგენერაციული სფეროების მიმართაც, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ეკონომიკურად შეიძლება იყოს მიმზიდველი უცხოელებისთვის, რომლებიც ჩამოდიან იმისთვის, რომ ეს სერვისები მიიღონ. 

ჩვენ კარგად ვიცით, რომ კიდევ შორს ვართ იმ თავარ მიღწევებისგან, რომელიც ჩვენ ევროპულ დონეზე აგვიყვანს. პირველ რიგში, პრევენციის მიმართულებით, რომელიც ყველაზე მეტად გვჭირდება, რადგან ადამიანები მე-2, მე-3, მე-4 სტადიაზე ხვდებიან დაავადებებსა და ჩვენი ჯანდაცვის სისტემა იძულებული გაუმკლავდეს სწორედ ამ დამძიმებულ ადამიანების მდგომარეობას. პრევენცია სახელმწიფოს მოვალეობა და აქ სწორედ ევროპული სტანდარტებია საჭირო.

მეორე სფერო, რომელიც მე ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნიაარის კარდიოქირურგია და ბევრი სხვა სფერო. ის, რაც გაკეთდა კარდიოქირურგიის მიმართულებითარ გაკეთებულა ჯერ ბავშვთა ონკოლოგიის კუთხით, რომელიც ჩემთვის დიდი ხანია ერთ-ერთი პრიორიტეტია.

არ შეიძლება გაგრძელდეს ასე, როცა ონკოლოგიურად მძიმე დაავადებების მქონე ჩვენი ბავშვები იძულებულები ხდებიან წავიდნენ უცხოეთში და ოჯახიც გვყავეს იქ. მართალია, რაღაც ნაბიჯები გადაიდგა დაფინანსების კუთხით და უფრო სრულად ფინანსდება ამ ბავშვების უცხოეთში გაშვება და შეზღუდვები ამ კუთხით აღარ არის, მაგრამ ოჯახების პრობლემა ოჯახების პრობლემა რჩება, ქვეყნის პრობლემა კი, ქვეყნის პრობლემად. ჩვენი ბიუჯეტის დიდი თანხები გადის ქვეყნიდან იმის მაგივრად, რომ აქ განვავითაროთ ს სფერო და დარწმუნებული ვარ ეს შეგიძლიათჩვენ ამერიკასა და ევროპაში ამ კუთხით ძალიან კარგი სპეციალისტები გვყავს - მათი დროებით, ან ხანგრძლივად ჩამოყვანაც შეიძლება და აქაური სპეციალისტებიც გვყავს იმისთვის, რომ ეს დარგი ბოლოს და ბოლოს განვავითაროთ და მოვხსნათ ეს პრობლემა.

მესამე საკითხი, რომელიც არ შეიძლება, რომ ასევე აქ არ ვახსენო, რომელიც მზარდი პრობლემაა საქართველოსა და მსოფლიოში ეს აუტიზმის საკითხი, რომელიც ჩვენგან მეტ ყურადღებას და ბევრად მეტ შესაძლებლობებს მოითხოვს იმისთვის, რომ ცენტრები ოჯახებს შეეხიდონ და დაეხმარონ იმ ძალიან მძიმე გამოწვევაში, რასაც ოჯახში აუტისტის სპექტრის ბავშვის ყოლა ჰქვიამთავარიარაც შეიძლება ადრე იყოს დაწყებული არა მხოლოდ მკურნალობა, არამედ სხვადასხვა უნარების განვითარება და რაც შესაძლებელია დროულად გაკეთდეს ეს. ამისთვის საჭირო ძალიან ბევრ რეგიონში გაოს ეს ცენტრები, რომელიც მათ დახმარებას შეძლებს. ესეც სახელმწიფო დონეზე გასაკეთებელი. აუცილებელია, რომ ჩაეწეროს ეს პრიორიტეტად. ჩვენ გვესმის, რომ ბიუჯეტი მზარდია და ახალი შესაძლებლობები და ალბათ, უფრო მეტი ანხები სწორედ ამ კუთხით უნდა იყოს განაწილებული.

თქვენ ჩემზე კარგად იცით, რომ არსებობს კიდევ ახალი დაავადებები, რომლებისათვისაც საჭიროა უცხოეთში ნაწარმოები ძვირადღირებული წამლები და ამისთვისაც საჭიროა ბიუჯეტში ახალი თანხები ჩაისვას. 

ეს საზოგადოების გამოწვევა და ჩვენ უფრო სწრაფად მივაღწევთ ამ ყველაფერს, თუ იმ სტანდარტებს გამოვიყენებთ, რაც უკვე დანრგილი მთელს ევროპაში, თუ ჩვენ უფრო ეფექტურად გამოვიყენებთ იმ კონტაქტებს, რაც ევროპის სხვადასხვა ცენტრებთან გვაქვსთუ ჩვენი შიდა კანონმდებლობით გადავწყვეტთ, რომ ეს დარგი დასახმარებელია და არა დასაჯარიმებელი. ეს ჩვენგან ალბათ, მეტ ძალისხმევას მოითხოვს, აქაც ყველას ერთობლივი ბრძოლა საჭირო.

საქართველო ბოლოს და ბოლოს მედეას ქვეყანაა და არ შეიძლება, რომ ჯანდაცვაში იყოს ჩამორჩენილი და არა წამყვანიჩვენ ვხედავთ, რომ სადაც ხელშეწყობა აქვთ ჩვენ ექიმებს ყველგან, ყველა ქვეყანაში, ამერიკასა და ევროპაში ძალიან დიდი წარმატებები აქვთ. თქვენ წარმატებულებ ხართ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ უფრო წარმატებული, უფრო ძლიერები შეიძლება იყოთრაც უფრო ძლიერი იქნება ამ ქვეყანაში ეს სფერო, უფრო ძლიერი იქნება ეს ქვეყანა.

ძალიან დიდი მადლობა ყველას მობრძანებისთვის! თქვენი ხმასხვადასხვა ხმასთან ერთად ევროპას შეუერთდება და ჩვენ ამ სექტორის ხმას, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანიაევროპამდე მივიტანთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.