პრეზიდენტი - უნდა გადადგეს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, რომელმაც ვერ დაიცვა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა

საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტი და ეკონომიკის მდგრადობის ქვაკუთხედია - ეს ყველამ ვიცით. მთავარი პრინციპი, რომელსაც ეფუძნება საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობა, მისი დამოუკიდებლობაა - ესეც ყველამ ვიცით. ამიტომაც ეს პრინციპი დაცულია ,,საქართველოს კონსტიტუციის“ 68-ე მუხლით, ამდენად პირადად ჩემი, როგორც პრეზიდენტისა და კონსტიტუციის გარანტის, მოვალეობაა დავიცვა სებ-ის დამოუკიდებლობა. 

სრულიად მიუღებელი იყო ირაკლი კობახიძის საჯარო გამოსვლა, ანუ ღია მუქარა, რომელიც სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსულებლის მიმართ გაჟღერდა. კიდევ უფრო მიუღებელი იყო, (თუ ერთგვარად მიუღებელი ერთ დონეზე), ის ფაქტი, რომ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დაემორჩილა ეროვნული ბანკის მიმართ ამდაგვარ მუქარას და მის დამოუკიდებლობაზე ხელშეხებას. 

მიმაჩნია, რომ ეს, ერთდროულად, მიუღებელი ნაბიჯი, რომელიც ეწინაარმდეგება ყველა პრინციპებს და უღირსი საქციელია. ეს იყო ასევე ერთპიროვნული გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იყო საბჭოს ყველა წევრის, ვიცეპრეზიდენტების, როგორც ჩვეულებრივი წევრების გვერდის ავლით, არც კონსულტაციები ჩატარებულა და არც მათი წინასწარ გაფრთხილება და ინფორმირება მომხდარა. ამას ადასტურებს დღევანდელი გადადომების მთელი რიგი. უკვე სამი ვიცეპრეზიდენტი და ერთი პრეზიდენტის მრჩეველი გადადგა.

ამ მოვლენების შედეგად გარკვეული რეპუტაციული ზიანი უკვე მიყენებულ იქნა სების და მაშასადამე, ქვეყნის მიმართ. და სწორედ მათ მიაყენეს ზიანი ქვეყანას, ვისაც ევალებოდა ეზრუნა ბანკის დამოუკიდებლობაზე, ქვეყნის რეპუტაციასა და მის ფინანსურ - ეკონომიკურ სტაბილურობაზე. ამან, როგორც ვხედავთ, თავისი გავლენა იქონია საზოგადოების განწყობებზე.

მინდა სწორედ საზოგადოებას მივმართო, რათა ამ უღირს ქცევებს და ამ ქცევების მიუხედავად, არ მიეცეს რაღაც პანიკურ რეაქციებს, რამაც შეიძლება კიდევ უფრო დააზარალოს სისტემა. რეალურად, ამ ხელოვნურად შექმინილი კრიზისის გადასალახად არსებობს გამოსავალი - უნდა გადაიდგას მთელი რიგი ნაბიჯები: 

ჩემ მიერ წარდგენილ კანდიდატს ქალბატონ ნათია თურნავა... უნდა ვთქვა რომ, ძალიან ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებას და თუნდაც ბოდიშს ვიხდი ამისთვის. მას რომ არ გადაედო უვადოდ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა, რომელიც უნდა შემდგარიყო, მე პირადად მას მოვახსენებდი ამ ჩემ მოსაზრებებს რა შემდგომი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. პირველ რიგში, უნდა გადადგეს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, რომელმაც ვერ დაიცვა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და პირიქით, ამ პრინციპს თავად მიაყენა ზიანი. 

დროა, ასევე, საბჭომ აიღოს პასუხისმგებლობა და განახორციელოს საკუთარი ზედამხედველობის ფუნქცია. საბჭოს კოლექტიური გადაწყვეტილებით, შესაძლებელია და აუცილებელია, რომ ბათილად გამოცხადდეს ერთპიროვნული გადაწყვეტილება. ეს იქნება ამ საბჭოს პირველი რეალური ქმედებაა იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა. 

ეს შესაძლებელია, მიუხედავად, სწორედ, იმ სამივე ვიცე-პრეზიდენტის გადადგომისა, რადგან მათ კიდევ 2 თვიანი ვადა გააჩნიათ, რათა შეასრულონ საკუთარი უფლებამოსულება, (გადადგომა რეალურად დადგება 2 თვის შემდეგ), ანუ საბჭო სრულად ფუნქციონირებს და ყველანაირი გადაწყვეტილების მიღება შეუძლია.

ეს ის ნაბიჯებია, რაც სასწრაფოდ გადასადგმელია, რათა უფრო სერიოზული რეპუტაციული ზიანი არ მიადგეს ქვეყანას და ასევე, რაც მოსალოდნელია, საერთაშორისო რეაქციები.

ეს არის სწორი გზა, რომელიც დაიცავს იმ მიღწევებს, რასაც საქართველოს ეკონომიკური და ფინანსური მდგრადობა და ამ დარგში, საერთაშორისო რეპუტაცია ჰქვია. არავის არ აქვს უფლება, რომ არა ქვეყნის ინტერესებიდა, არამედ ვიწრო, პერსონალური, თუ არა პერსონალური ინტერესებიდან გამომდინარე, მიიღოს ასეთი გადაწყვეტილებები. 

ამავდროულად, მინდა მივესალმო კერძო, საბანკო სექტორის ძალიან მკაფიო პოზიციას, რომელიც ნამდვილად არის ის, რაც დღეს  ამ ქვეყანას სჭირდება.