პრეზიდენტი - თბილისის ქალთა მეორე საერთაშორისო კონფერენცია წელს უკრაინელ ქალებს ეძღვნებათ, რომლებიც დღესაც, წელიწადნახევარის შემდეგაც, ჭურვების ქვეშ არიან

საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა თბილისის ქალთა მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე

,,მინდა, თბილისის ქალთა მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე მობრძანებისათვის, პირადად გადაგიხადოთ მადლობა ყველას - ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს, ჩვენს ქართველ მეგობრებსა და პარტნიორებს. 

ეს არის კონფერენცია, რომელიც ეძღვნება მშვიდობას, უსაფრთხოებას, კონფლიქტებს და ყველაფერს, რისი კეთებაც ქალებს შეუძლიათ დღევანდელი დაძაბულობების -  მსოფლიოში მიმდინარე ომების დასაძლევად. 

ქალებს ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ. ქალებზე, რა თქმა უნდა, ომები და მშვიდობა უშუალოდ ახდენს ზემოქმედებს და მინდა, ეს მეორე კონფერენცია უკრაინელ ქალებს მივუძღვნა, რომლებიც დღესაც, წელიწადნახევარის შემდეგაც, უკრაინაში ჭურვების ქვეშ არიან.

დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს, თბილისის ქალთა მესამე საერთაშორისო კონფერენციაზე განვიხილავთ, როგორ უნდა ავაშენოთ ახალი მშვიდობა ახალ სამყაროში. 

დიდ მადლობას გიხდით მობრძანებისათვის."