პრეზიდენტი კონგრესმენებს - ,,დღეს ჩვენი ერთად დგომა კიდევ ერთი ძლიერი გზავნილია, რომ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას არავინ დათმობს"

მოხარული ვარ, რომ  დღეს, სწორედ  ამ სასახლეში, სადაც 30 წლის წინ ამერიკის საელჩო გაიხსნა, ამერიკის შეერთებულ შტატების კონგრესის მაღალ დონის დელეგაციას ვმასპინძლობთ და მათთან ერთად, ამ 30-წლიანი ურთიერთობის შესახებ გამოფენას ვხსნით.

ამ 30 წლის მანძილზე ჩვენ ვიგრძენით თქვენი ურყევი მხარდაჭერა  ჩვენი სახელმწიფო მშენებლობის, დემოკრატიული და ეკონომიკური განვთარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ურყევი იყო თქვენი მხარდაჭერა ჩვენი ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენობისადმი, ყველაზე რთულ მომენტებშიც კი.

მრავალ წლის განმვაბლოაში, საქართველომაც თქვენთან ერთად შეიტანა თავისი წვლილი გლობალურ უსართხოების განმტკივცების პროცესში და ქართველებმა ღირსეულად შეასრულეს თავიანთი მისია ავღანეთსა თუ ერაყში.

დღეს, როგორც არასოდეს, თქვენი მხარდაჭერა და ჩვენ ორ ქვეყანას შორის მყარი ურთიერთობა, სასისოცხლოდ სჭირდება საქართველოს;  თქვენი აქ ჩამოსვლით გვიდასტურებთ, რომ საქართველოს და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა სიტყვა კი არა, რეალობაა, რომ საქართველო რჩება თქვენი ყურადღების ქვეშ, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია!

თუმცა, ასევე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი აქ ჩამოსვლა დღეს მხოლოდ ამ 30 წლის თარიღს არ უკავშირდება. 

დღეს მსოფლიო უსაფრთხოება და მშვიდობა უპრეცედენტო გამოწვევების წინაშეა, დღეს  უკრაინა არა მხოლოდ საკუთარი სუვერენიტეტისა და თავისუფლებისთვის იბრძვის რუსეთის ტოტალური აგრესიის წინააღმდეგ, არამედ ის ასევე იბრძვის  ჩვენი და მთელი ევროპის თავისუფლებისა და მშვიდობისთვის და ყველა ვხედავთ თუ როგორი შემართებით უმკლავდება ის აგრესიას და აგრესორს. 

უკრაინა ამ ბრძოლაში მარტო არ არის!  ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა პირველივე დღიდან ამერიკის მიერ გამოცხადებული სოლიდარობა და ამერიკისა და ვეროკავშირის ქვეყნების უპრეცედენტო ერთიანობა უკრაინის და უკრაენელების მხარდასაჭერად. 

საქართველოს  კარგად ესმის თუ რას ნიშნავს ომი, ოკუპაცია და თავისუფლებისთვის ბრძოლა, ესმის სოლიდარობის ფასი, ამიტომ  დღეს, ვნების კვირის დიდ ხუთშაბათს, როცა უნდათ, ალყაში მოქცეული  მარიუპოლი ახალ სტალინგრადად აქციონ და აწამონ, მინდა, აქ და თქვენი თანდასწრებით,  უკრაინელ ხალხს საქართველოს სრული თანადგომა, კიდევ ერთხელ, გამოვუცხადო. დღეს ჩვენი ერთად დგომა კიდევ ერთი ძლიერი  გზავნილია, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას არავინ დათმობს! 

ამ მძიმე კონტექსში, თქვენი ვიზიტი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ეს ვიზიტი ხაზს  უსვამს იმას,  რომ საქართველოს არ ივიწყებთ და საქართველოს მიმართ თქვენი ყურადღება არც მიმდინარე ომის ფონზე და არც სხვა გამოწვევებიდან გამომდინარე არ ნელდება.

ამერიკის როლი დიდია  რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გამყარებისათვის და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა სწორედ ამ მიზანს ემსახურება. მნიშვნელოვანია, რომ ერთად ვიზრუნვოთ  შავი ზღვის უსაფრთხოებასა და კავკასიის რეგიონის სტაბილურობაზე. 

თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, როცა საქართველო, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, ემზადება ევროპული ინტეგრაციის ახალი გადამწყვეტი ეტაპისთვის. თქვენი მხარდაჭერა საკვანძო იქნება მადრიდის NATO-ს სამიტზე, რათა ღია კარის პოლიტიკას  ახალი ბიძგი და პერსპეკტივა მიეცეს.

დაბოლოს, ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაში  თქვენი ხმა გადამწყვეტი იქნება, რათა  ყველა სფეროში ჩვენი ურთიერთობები  გაღმავდეს, გაძლიერდეს და ახალ საფეხურზე გადავიდეს შემდეგ 30 წლისთვის.

სენატორი ქრის ქუნსი:

ქალბატონო პრეზიდენტო,

დიდი მადლობა ჩვენი დელეგაციის მიღებისათვის, დიდი მადლობა 30 წლის მეგობრობის, პარტნიორობის და ერთად მუშაობის აღნიშვნისათვის აქ, თქვენს სასახლეში და ჩვენს ყოფილ საელჩოში.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი 30 წელია. 30 წელი, რომლის განმავლობაშიც ასე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ინსტიტუციების ასაშენებლად, პარტნიორობის შესაძლებლობების ასამაღლებლად და დემოკრატიის განსამტკიცებლად.  

ჩვენ ყველა უდიდესი წუხილით და ზოგჯერ შიშით ვადევნებთ თვალს ძალადობასა და აგრესიას უკრაინაში. ძალიან მადლიერები ვართ თქვენი ნათელი და ძლიერი განცხადების, გაეროში ხმის მიცემისა და იმ დახმარების გამო, რომელსაც თითოეული ადამიანი, ქართული ოჯახები, ეკლესიები და ერი ახორციელებს. დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, ერთად ვაკეთოთ ეს მნიშვნელოვანი საქმე. 

ახლახან ვიხსენებდით ჩვენს საერთო მეგობარს, რომელიც ევროპაში გაიზარდა, ვინც იცის როგორ გამოიყურებოდა აგრესია და ფაშიზმი, თავისი ოჯახის გამოცდილებიდან, ჩამოვიდა აშშ-ში და ჩვენი სახელმწიფო მდივანი იყო, რომელმაც ბევრი რამ მოგვცა ჩვენ ყველას და ამ რეგიონს.

ამის მსგავსად, თქვენ ჩემი დელეგაციის თითოეულ წევრს თქვენი ძალითა და ლიდერობით შთააგონებთ. 

ასე რომ, ნება მომეცით უბრალოდ ვთქვა მადლობა იმ შესამჩნევი პროგრესისთვის, რომელსაც ქართველმა ხალხმა მიაღწია 1992 წლიდან დღემდე, მიუხედავად კონფლიქტისა, დაყოფისა და საგარეო საფრთხეებისა.

თქვენ ხართ თანმიმდევრულნი და მიზანდასახულნი და ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირი სწრაფად მიგიღებთ. ჩვენი მიზანია გავაგრძელოთ მხარდაჭერა, ინვესტიცია და ერთად განვითარება. ასევე, ვიმედოვნებთ, რომ თითოეულ ჩვენგანს, ჩვენს სახელმწიფოებში ძალუძს იმ ძალების წინააღმდეგ დგომა, რომლებსაც ქვეყნის შიგნით და გარეთ ჩვენი დაყოფა და პოლარიზება შეუძლიათ.

ასე რომ, ქალბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა თქვენთან ერთად დღევანდელი საღამოს აღნიშვნის ამ შანსისათვის.

აქ ვართ იმიტომ, რომ საქართველო მნიშვნელოვანია. აქ ვართ იმიტომ, რომ ვხედავთ რა კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს საქართველო ამ რეგიონში და საერთაშორისო არენაზე. მადლობას გიხდით თქვენი ლიდერობისთვის, თქვენი მეგობრობისა და პარტნიორობისთვის.