საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის მიერ ორგანიზებულ ონლაინფორუმზე

ბატონო დირექტორო,

პატივცემულო სტუმრებო,

ძალიან მოხარული ვარ რომ გიერთდებით დღეს - კიბოს მსოფლიო დღეს, როდესაც ჩვენ ვიწყებთ კიბოს პანევროპული ინიციატივის განხორციელებას.

მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ კიბოსთან ბრძოლა ჩვენი ჯანდაცვის დღის წესრიგის ძალიან მაღალი პრიორიტეტია.

მეტიც, 2013 წლიდან, საქართველომ ჯანმრთელობა პოლიტიკურ პრიორიტეტად გამოაცხადა და შეუერთდა გლობალურ ძალისხმევას ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით.

გასული წლების განმავლობაში, საქართველოს მთავრობამ თითქმის სამჯერ გაზარდა ჯანმრთელობის სხვადასხვა მიმართულების დაფინანსება. შედეგად, ჩვენ ხელშესახებ პროგრესს მივაღწიეთ, მათ შორის კიბოსთან დაკავშირებული სერვისების სულ მცირე 80%-იან დაფინანსებას და გაცილებით ფართო ხელმისაწვდომობას კიბოს მედიკამენტებზე.

პირველადი ჯანდაცვის დონეზე დიაგნოსტიკისა და მონიტორინგის შესაძლებლობების გაუმჯობესება გასული პერიოდის ასევე ერთ-ერთი უახლესი მიღწევაა.

ჩვენ საგრძნობ პროგრესს მივაღწიეთ ძუძუს, პროსტატისა და სწორი ნაწლავის კიბოს სკრინინგპროგრამების დანერგვის, პაპილომავირუსის ვაქცინაციის და B და C ჰეპატიტითან ბრძოლის კუთხით.

ჩვენი ძალისხმევა თამბაქოს მოხმარების კონტროლის ირგვლივ უკვე პირველ შედეგებს გვიჩვენებს.

2015 წელს კიბოს პოპულაციური რეგისტრის დანერგვის შემდეგ - ახლა ჩვენ გვაქვს უკეთესი სტატისტიკური და ანალიტიკური მონაცემები, რათა მივიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილებები.

და მაინც, არის მიმართულებები რომლებიც მეტ ყურადღებას საჭიროებს, როგორიცაა კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა, მკურნალობის უწყვეტობა და მეტწილად პალიატიური მკურნალობა.

თუმცა, კიბო უნივერსალური ტვირთია და Covid19-ის პანდემიამ ფართომასშტაბიანი გავლენა იქონია კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხელმისაწვდომობაზე.

მაშინ როცა, ჩვენ ვგლოვობთ Covid19-ით გარდაცვლილებს (და აქვე მინდა ჩემი სამძიმარი გამოვუცხადო ყველას, ვინც დაკარგა საყვარელი ადამიანი) ჩვენ მხედველობაში ისიც უნდა ვიქონიოთ, რომ კიბო ჯერ კიდევ სიკვდილიანობის მეორე წამყვანი მიზეზია მსოფლიოში.

ჩვენ ასევე აღვნიშნავთ, რომ ევროპის ქვეყნებში არაერთგვაროვანი შესაძლებლობები გვქონდა კიბოს სერვისებთან მიმართებაში და პანდემიამ ეს უთანასწორობა კიდევ უფრო გააღრმავა.

როდესაც ვსაუბრობ თანაბარ ხელმისაწვდომობაზე, ბავშვთა კიბო ჯერ კიდევ სერიოზული, დასაფიქრებელი საკითხია ჩვენს ქვეყანაში, ზოგიერთ პატარა ასაკის ქართველ პაციენტს ჯერ კიდევ უწევს, რომ საზღვარგარეთ ეძებოს კიბოს მკურნალობის გზები, რაც არამარტო ძვირადღირებულია, არამედ ემოციურად მძიმეა მათთვის და მათი ოჯახებისთვის.

სწორედ ამიტომ, მე განვსაზღვრე ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის გზები ჩემს ერთ-ერთ, მაღალი რანგის პრიორიტეტად და გადავწყვიტე, რომ მოვახდინო ბავშვებისთვის კიბოს დიაგნოსტიკის და მკურნალობის ყოვლისმომცველი შესაძლებლობების შექმნის ადვოკატირება აქ, საქართველოში.

კიბო არ უნდა იყოს მომაკვდინებელი მხოლოდ იმიტომ, რომ იბადები ნაკლებად პრივილელგირებულ საზოგადოებაში.

მე ვთვლი, რომ პოლიტიკური ლიდერშიფი ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია კიბოსთან წინააღმდეგ ბრძოლაში და მინდა გაგიზიაროთ რამდენიმე შეხედულება, თუ როგორ ვუპასუხოთ ამ საერთო გამოწვევას:

პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება ყოვლისმომცველი მიდგომა, მთავრობის და საზოგადოების სრული ჩართულობით. ჩვენ გვჭირდება სისტემური პოლიტიკა - პრევენციიდან პალიაციამდე.

და ამისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის უნიკალური გადაჭრის გზები ნამდვილად ერთ-ერთი მიმართულებაა.

კიბოს პანევროპული ინიციატივა შეიძლება უდავოდ მძლავრი ინსტრუმენტი იყოს მეტი თანასწორობის მისაღწევად სრულიად ევროპის მასშტაბით.

მე ასევე ვიმედოვნებ, [და არამარტო ვიმედოვნებ], რომ ევროკავშირის კიბოს დაძლევის გეგმა, რომლის წარდგენა ხდება დღეს ევროკომისიის მიერ - ღია იქნება ასოცირებული პარტნიორებისთვის. ჩვენ უნდა ვიყოთ [კიბოს] ამ გეგმის ნაწილი და საქართველო მზადაა ევროპის მთელს რეგიონთან გააერთიანოს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევა.

და ისევ, ჩვენ გვჭირდება ძლიერი პოლიტიკური ლიდერშიფი, რომელიც მუდამ გაუწევს ადვოკატირებას ამ საკითხს ქვეყნის შიგნით და რეგიონულ დონეზე. ჩემი მოწოდება ყველა სხვა ქვეყნის მეთაურისადმი არის ის, რომ დავდგეთ ერთად კიბოს წინააღმდეგ ერთიანი ძალისხმევისთვის.

დაბოლოს, ჩემთვის ძალიან სშთამბეჭდავი იყო კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ელჩის მიერ წარმოთქმული სიტყვა, ჩემს გამოსვლამდე, და მინდა, რომ დაგპატიჟოთ თქვენ, რათა ჩამობრძანდეთ საქართველოში და საზოგადოებას გაუზიაროთ თქვენი გამოცდილება.

გმადლობთ!