საქართველოს პრეზიდენტი მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, ტან სრი დატო მოჰამად არიფ მდ. იუსოფის შეხვდა, რომელიც საქართველოში წარმომადგენელთა პალატის დელეგაციასთან ერთად, სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
შეხვედრისას განიხილეს მალაიზიასთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და გააქტიურების საკითხები.
პრეზიდენტმა სტუმარს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე, კრიზისული ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცხინვალის რეგიონში გაყიდვიდან ამოიღეს ქართული წარწერიანი მედიკამენტები, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და აზიანებს არა მხოლოდ ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას, არამედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ოს მოსახლეობასაც.
პრეზიდენტმა მალაიზიის დელეგაციასთან ქვეყნებს შორის მზარდი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები განიხილა. აღინიშნა, რომ 2019 წელს საქართველოში 2903 მალაიზიელი ტურისტი იმყოფებოდა, რაც 2018 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდილი მაჩვენებელია.