საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტებმა მაღალი შეფასება მისცეს კრიზისის დროს ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას ტელეფონით ესაუბრა.
 
პრეზიდენტებმა საქართველოსა და პოლონეთში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარება განიხილეს და კრიზისულ და პოსტკრიზისულ პერიოდში სოლიდარობისა და ეკონომიკური კავშირების გაძლიერების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
 
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ დუდას საქართველოს მხარდაჭერისა და პოლონეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებისათვის ასევე,  "სოლიდარობის ფონდი PL"- ის მიერ საქართველოში გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის.
 
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა პოლონეთს, როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს, ევროკავშირის მიერ საქართველოს მიმართ გამოხატული ფინანსური მხარდაჭერისთვის.
 
აღინიშნა, რომ მსოფლიოს ხალხებთან ერთად, ქართველ და პოლონელ ხალხს ურთულესი გამოწვევები ელით, სწორედ ასეთ დროს თანადგომასა და სოლიდარობას დიდი მნიშვნელობა აქვს. პანდემიის დროს მნიშვნელოვანია, ასევე ვირუსთან ბრძოლის გამოცდილების  ურთიერთგაზიარება.

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს ქალი ლიდერების მონაწილეობით, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე, თბილისში საერთაშორისო კონფერენციის ჩატარების შესახებ საკუთარი ინიციატივა გააცნო