საქართველოს პრეზიდენტი რუმინეთის პრეზიდენტს, კლაუს იოჰანისს ტელეფონით ესაუბრა

რუმინეთის პრეზიდენტმა ღრმა მწუხარება გამოთქვა პანდემიისას გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეების გამო და მიუსამძიმრა საქართველოს პრეზიდენტსა და დაღუპულთა ოჯახებს.
 
რუმინეთის პრეზიდენტის განცხადებით, პანდემიის პერიოდში მსოფლიოში  შექმნილი ურთულესი მდგომარეობა  ეკონომიკაზე მძიმედ აისახება. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყანაში ტურიზმი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული სფეროა და პოსტკრიზისულ პერიოდში, ტურიზმის აღორძინებისთვის აქტიური თანამშრომლობა და მუშაობაა საჭირო. 
 
პრეზიდენტებმა ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გეგმები განიხილეს და აღნიშნეს, რომ პოსტკრიზისულ პერიოდში მნიშვნელოვანი იქნება სანიტარულად უსაფრთხო ტურიზმის სტანდარტების შემუშავება.
 
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, კრიზისის გამო საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისა და ევროინტეგრაციის ტემპები არ უნდა შენელდეს. საუბარი შეეხო ასევე, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს, როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, შავი ზღვის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სტაბილურობის და უსაფრთხოების თვალსაზრისით, არამედ პოსტკრიზისულ პერიოდში სავაჭრო - სატრანსპორტო და ეკონომიკური მიმართულებითაც. 
 
პრეზიდენტებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს და როგორც რუმინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რუმინეთი მხარს უჭერდა და კვლავ მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას.

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს ქალი ლიდერების მონაწილეობით, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე, თბილისში საერთაშორისო კონფერენციის ჩატარების შესახებ საკუთარი ინიციატივა გააცნო