საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ტელეფონით ესაუბრა სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბორუტ პაჰორის.
პრეზიდენტებმა კორონავირუსის პოსტკრიზისულ ვითარებაში უსაფრთხო ტურიზმის კონცეფცია და ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად აქტიური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისა და საერთაშორისო სოლიდარობის შესახებ საუბრისას, სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ამ კრიზისულ პერიოდში საქართველოს მიმართ ევროკავშირის სოლიდარობა უფრო ძლიერი და თვალსაჩინო გახდეს. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით კი, ეს დრო სწორედ ის პერიოდია, როცა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები უნდა გაღრმავდეს.