საქართველოს პრეზიდენტმა ხორვატიის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტით მოიწვია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ხორვატიის პრეზიდენტს, ზორან მილანოვიჩს კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობაზე ტელეფონით ესაუბრა.
 
პრეზიდენტებმა იმ კონკრეტული ნაბიჯების შესახებ ისაუბრეს, რომელთაც საქართველო და ხორვატია კორონავირუსის კრიზისის დასაძლევად გადადგამენ და რომლებიც მთავრობებმა ეკონომიკის გახსნისათვის შეიმუშავეს. პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს კონკრეტულ მიმართულებებთან დაკავშირებით დაწესებული ღონისძიებების შემსუბუქების ეტაპობრივი გეგმები.
 
სალომე ზურაბიშვილმა ხორვატიის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტად მოიწვია. როგორც ხორვატიის პრეზიდენტმა აღნიშნა, მას ძალიან უყვარს ქართული კულტურა და ქართული ღვინო.

სხვა სიახლეები