საქართველოს პრეზიდენტსა და ლუქსემბურგის დიდ ჰერცოგს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ტელეფონით ლუქსემბურგის დიდ ჰერცოგს ესაუბრა და კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებთან ერთად, საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხები განიხილა. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოსათვის კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევა და უსაფრთხო ტურიზმის გახსნა პრიორიტეტული მიმართულებებია. მიმდინარეობს მუშაობა, რათა საქართველომ სხვადასხვა ქვეყნებთან საჰაერო მიმოსვლისათვის უსაფრთხო დერეფნები გაიხსნას, მაგრამ ამავე დროს ეფექტიანად აარიდოს თავი კორონავირუსის მეორე ტალღას.
 

მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციისა და ოკუპირებული რეგიონების შესახებ ისაუბრეს. როგორც ლუქსემბურგის დიდმა ჰერცოგმა განაცხადა, საქართველოსათვის კორონავირუსის პანდემიასთან გასამკლავებლად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ევროპულ სოლიდარობას.

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს - ევროკავშირის ურთიერთობებთან დაკავშირებით ესაუბრა და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას რომ ევროინტეგრაციის პროცესში სწორედ ამ ეტაპზეა საჭირო მეტი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და მეტი მოძრაობა.

საქართველოს პრეზიდენტმა ლუქსემბურგის დიდ ჰერცოგს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, კორონავირუსის პანდემიისას, როცა მსოფლიო სოლიდარობით ცდილობს დაძაბულობის შესუსტებას, არ მოხდა ვითარების დეესკალაცია. მულტილატერალიზმის საკითხებზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა, საერთაშორისო ასპარეზზე პატარა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. საქართველოს პრეზიდენტმა დიდი ჰერცოგი საქართველოში ვიზიტით მოიწვია.

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს ქალი ლიდერების მონაწილეობით, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე, თბილისში საერთაშორისო კონფერენციის ჩატარების შესახებ საკუთარი ინიციატივა გააცნო