საქართველოს პრეზიდენტსა და ქართველ ხალხს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

"პირადად ჩემი და იტალიელი ხალხის სახელით, მეძლევა სასიამოვნო შესაძლებლობა, გულითადად მოგილოცოთ თქვენ და საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
 
როგორც ჩვენი ბოლოდროინდელი სატელეფონო საუბრისას აღვნიშნეთ, თბილისსა და რომს შორის არსებული მყარი მეგობრობა და ის მჭიდრო ურთიერთკავშირები, რომლებიც ქართველ და იტალიელ ხალხს აერთიანებს, საფუძვლად უდევს ჩვენს ქვეყნებს შორის განსაკუთრებულად დინამიკურ ურთიერთობებს. სამომავლოდ ასეთივე ურთიერთობები უნდა ჩამოყალიბდეს საქართველოსა და ევროკავშირს შორისაც.
 
ამასთან დაკავშირებით, მსურს იმედი გამოვთქვა, რომ გაერთიანებული ძალისხმევითა და სოლიდარობით საერთაშორისო საზოგადოება შეძლებს შექმნილი სამედიცინო საგანგებო მდგომარეობის დაძლევასა და მისგან გამომდინარე გამოწვევებთან გამკლავებას, როგორც სოციალურ, ასევე ეკონომიკურ დონეზე.
 
ქალბატონო პრეზიდენტო, მიიღეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა და თქვენ პირადად და მეგობარ ქართველ ხალხს წინსვლას და კეთილდღეობას გისურვებთ“, - აღნიშნულია იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის მისალოც წერილში.

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი ევროკომისიის პრეზიდენტს - ევროკავშირის გაძლიერება და კრიზისის ამ ფორმით დაძლევა მნიშვნელოვანი გზავნილია ასოცირებული სახელმწიფოებისათვის, რომლებისათვისაც ევროკავშირი და მასში ინტეგრაცია ერთადერთი პერსპექტივაა

საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ევროკომისია მზად არის მომავალში ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო განავითაროს - ევროკომისიის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს