საქართველოს პრეზიდენტი პრინცის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა, რადგან ალბერ II- მ კორონავირუსი გადაიტანა.
მხარეებმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრეს. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისისას მნიშვნელოვანია საერთაშორისო სოლიდარობა.
საუბარი შეეხო ასევე, პანდემიის შემდგომ პერიოდში ეკონომიკის გახსნის სტრატეგიას. აღინიშნა, რომ პოსტპანდემიურ მსოფლიოში გლობალური პრობლემების დასაძლევად საჭიროა უფრო მეტი საერთაშორისო თანამშრომლობა კლიმატური ცვლილებების, გარემოსდაცვით და საზღვაო ეკოლოგიის საკითხებთან დაკავშირებით.