საქართველოს პრეზიდენტი დღეს დანიის პრემიერ - მინისტრს მეტე ფრედერიკსენს ესაუბრა

დანიის პრემიერთან სატელეფონო საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა კოვიდის შემდგომ ახალ მსოფლიო ეკონომიკურ რეალობასა და უსაფრთხო ტურიზმის განვითარების მნიშვნელობას. სალომე ზურაბიშვილმა გამოხატა სურვილი დანიასა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ მოლაპარაკებების თაობაზე.
 
საქართველოს პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას დანიის პრემიერ - მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა კორონავირუსთან ბრძოლისას საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებს.
 
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ისეთი პატარა ქვეყნებისათვის, როგორიც საქართველო და დანიაა მულტილატერალიზმი ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ჩვენმა ქვეყნებმა ერთად იბრძოლონ გლობალური პრობლემების წინააღმდეგ.
 
მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით, რაზეც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირთან უფრო მეტი ინტეგრაციისათვის საჭიროა გადაიდგას უფრო კონკრეტული ნაბიჯები.
 
საუბარი ასევე შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებსა და შავი ზღვის როლს სავაჭრო და სატრანსპორტო მიმართულებით.

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს ქალი ლიდერების მონაწილეობით, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე, თბილისში საერთაშორისო კონფერენციის ჩატარების შესახებ საკუთარი ინიციატივა გააცნო