საქართველოს პრეზიდენტი დღეს ალბანეთის პრეზიდენტს ესაუბრა

პრეზიდენტებმა კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყნებში შექმნილი ვითარება განიხილეს და პანდემიის შემდგომ პერიოდში ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის სტრატეგიაზე ისაუბრეს.
 
საუბრისას ხაზი გაესვა კრიზისის პირობებში პატარა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობასა და საჭიროებას, საქართველომ და ალბანეთმა ერთად უნდა მოძებნონ  გლობალური პრობლემებზე თანამშრომლობის საშუალებები.
 
ალბანეთმა, როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანამ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისა და ასევე ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.
 
მხარეებმა საქართველოსა და ალბანეთის ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს და საქართველოს პრეზიდენტმა მიულოცა ალბანეთის პრეზიდენტს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება.
 
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროკავშირთან უფრო აქტიური თანამშრომლობისა და დაახლოებისათვის უფრო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სოფლის მეურნეობის სექტორში.
 
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ აღნიშნულ პერიოდში, როცა უფრო მეტი საერთაშორისო სოლიდარობაა საჭირო, არ შეწყვეტილა და გრძელდება ბორდერიზაციის პროცესი. 
 
საუბარი შეეხო ასევე, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასა და უსაფრთხო ტურიზმის დერეფნის საკითხს. იმის გამო, რომ საქართველოდან ალბანეთში პირდაპირი ფრენები არ არსებობს, საქართველოს და ალბანეთის პრეზიდენტმა გამოთქვეს სურვილი და მზაობა პირდაპირი ფრენების შესახებ მოლაპარაკებების თაობაზე.

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს ქალი ლიდერების მონაწილეობით, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე, თბილისში საერთაშორისო კონფერენციის ჩატარების შესახებ საკუთარი ინიციატივა გააცნო