საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, ნატალია ვუტოვას შეხვდა.
ორბელიანების სასახლეში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ელჩმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას და საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ისეთი მნიშვნელოვანი ინიციატივების წარდგენისათვის, რომელიც ადამიანის უფლებებს, სოციალური უფლებების გაძლიერებასა და გარემოს დაცვის საკითხებს შეეხებოდა.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ახალი ხელმძღვანელის საქმიანობის პრიორიტეტებზე, რომელიც სასამართლო რეფორმას, ოჯახური ძალადობისა და ქალთა და გოგონათა სოციალური უფლებების გაძლიერების მიმართულებით განხორციელდება.
საქართველოს პრეზიდენტმა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს სრული მხარდაჭერა აღუთქვა ქალთა და გოგონათა სოციალური უფლებების გაძლიერების მიმართულებით ყველა ახალი სასარგებლო იდეისა და ინიციატივის განხორციელების ნაწილში.
შეხვედრისას მხარებმა იმსჯელეს ასევე, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარების მნიᲨვნელობაზე და პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამ მიმართულებით საერთაშორისო დონორების მხარდაჭერისა და ევროპის საბჭოსა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მხიდან საექსპერტო ცოდნის გაზიარების მნიშვნელობას.