საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში შეხვედრა გამართა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.
პრეზიდენტმა ელჩებთან ერთად დეტალურად განიხილა შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა და არსებული სიტუაციიდან გამოსვლის გზები.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი, საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი და გერმანიის ელჩი ჰუბერტ კნირში.