საქართველოს პრეზიდენტი, მონაკოს სამთავროში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციის „მშვიდობა და სპორტის“ პრეზიდენტს ჯოელ ბუზუს შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყნის განსაკუთრებულ ვალდებულებაზე ყოველწლიურად აღნიშნოს 6 აპრილი - სპორტის საერთაშორისო დღე, რომელიც მსოფლიოში სპორტის საშუალებით მშვიდობის დამკვიდრებისა და განვითარებისკენაა მიმართული.
აღინიშნა, რომ სპორტი შეიძლება იყოს გამოყენებული საქართველოში სოციალური ინტეგრაციისა და მშვიდობის ხელშეწყობისთვის.