ორბელიანების სასახლეში ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და ლიეტუვის სახელმწიფო დელეგაციის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა.
დახვედრის ცერემონიაზე შესრულდა ლიეტუვის რესპუბლიკისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები, პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს საქართველოს სახელმწიფო დროშას და ერთმანეთს სახელმწიფო დელეგაციები წარუდგინეს.