შეხვედრაზე, რომელიც დღეს პარიზში, საერთაშორისო ფორუმში Generation Equality Forum ფარგლებში გაიმართა, პრეზიდენტმა გაეროს გენერალურ მდივანთან საქართველოში კოვიდპანდემიასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა განიხილა.
საუბარი შეეხო ასევე, კლიმატის ცვლილებისა და გარემოსდაცვით საკითხებს, მათ შორის, საქართველოს ბიომრავალფეროვნებისა და მისი შენარჩუნების მნიშვნელობას.