საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან პირისპირ შეხვედრა გამართა.
ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხები.
ხაზი გაესვა რეგიონული თანამშრომლობის სამომავლო პოტენციალის გამოყენებისა და განვითარების მნიშვნელობას.