ინტერვიუ Bloomberg-თან

ინტერვიუ Bloomberg-თან

ცოტა ხნის წინ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაჩივრება უარყო. რას ნიშნავს ეს თქვენთვის და თქვენი განზრახვისთვის?

ეს დარტყმაა. ეს დარტყმაა პოლიტიკურ პროცესზე, ეს უნდა ყოფილიყო პოლიტიკური გამოსავალი, რომელიც გარკვეულწილად, ძალიან მარტივი იქნებოდა და მთელ სიტუაციას საკონსტიტუციო ჩარჩოში დააბრუნებდა, იმის აღიარებით, რომ არჩევნები გაყალბდა ორ ძირითად საკონსტიტუციო პუნქტზე, რომელიც იყო ხმის მიცემის ფარულობა და საყოველთაობა. საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიტიური გადაწყვეტილება იმის ნიშანი იქნებოდა, რომ ჩვენ დავბრუნდით ,,სტატუსკვო-ანტე მდგმარეობას არასტაბილურობის გარეშე და შემდეგ დავიწყებდით პოლიტიკურ პროცესს, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიგვიყვანდა არჩევნებამდე. ეს უმარტივესი გზა იყო იმ ერთადერთი გამოსავლისკენ (რომელიც ნებისმიერმა ქვეყანამ იცის), რომ ასეთი პოლიტიკური კრიზისიდან გამოვსულიყავით - ეს ახალი არჩევნებია.

სამწუხაროდ, როგორც ჩანს ამ დღეებში საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლა განხორციელდა, რათა ეს გადაწყვეტილება გამოეტანათ, რომელიც მხარეთა მოსმენის გარეშე იქნა მიღებული.

მაგრამ ქალბატონო პრეზიდენტო, როგორ ფიქრობთ ახლა რა მოხდება? როგორ ფიქრობთ, რომ ამ სიტუაციის გადაწყეტაა შესაძლებელი?

კიდევ ერთხელ, მინდა ვთქვა და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ერთადერთი გამოსავალი, ერთადერთი მშვიდობიანი და კონსტიტუციური გამოსავალი (მაგრამ როგორც ჩანს მმართველი გუნდი კონსტიტუციას დაემშვიდობა) ახალი არჩევნებია. როგორც ჩანს მმართველი პარტია ახლა ხისტი ხდება, როგორც საპროტესტო აქციების რეპრესიების დროს ასევე, ხაზს უსვამს ძალადობასა და მომიტინგეების დაშინების მცდელობებს. საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება კი იმას ნიშნავს, რომ ისინი სათითაოდ ხურავენ ყველა შესაძლო კარს, რომელიც შეეძლო რაიმე სახის განახლებულ პოლიტიკურ პროცესამდე მივეყვანეთ. ასე რომ, ეს ძალიან შემაშფოთებელია, რადგან საპროტესტო აქციები სულ უფრო და უფრო ფართოვდება არა მარტო დედაქალაქში, არამედ რეგიონებშიც.

ახლა კი, საქართველოს ყველა დიდ თუ პატარა ქალაქს თავისი საპროტესტო აქციები აქვს, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული არ არის. ეს საპროტესტო აქციები არ ჰგავს იმას, რასაც მმართველი პარტიის რუსული ტიპის პროპაგანდა ამბობს, პოლიტიკური პარტიები საერთოდ არ აკონტროლებენ. ვიტყოდი, რომ საპროტესტო აქციები ძალიან თავისუფლადაა ორგანიზებული. ასე რომ, ძალიან რთულია რაღაც მომენტის შემდეგ ასეთ მოძრაობაზე რაიმე კონტროლის ქონა, რომელიც ძალადობითა და ყველა დონეზე ადამიანის უფლებების დარღვევით იკვებება. ხელისუფლების მხრიდან, როგორც ჩანს, მზად არ არიან რომელიმე მოთხოვნაზე დათმობაზე წავიდეს. მოთხოვნები ძალიან მკაფიოა: დამიბრუნე ჩემი ხმა, დამიბრუნე ჩემი ევროპული მომავალი და მე მინდა არჩევნები.

რას გააკეთებთ? არის თუ არა შანსი, რომ გადადგეთ, რომ მოგიწიოთ გადადგომა? თუ გააგრძელებთ? რამდენად შორს ხართ წასასვლელად მზად სიტუაციის შესაცვლელად?

სიტუაცია [ამასთან] დაკავშირებული არაა, პირველ რიგში, მე არ მომიწევს გადადგომა. მე მაქვს მანდატი, რომელიც გრძელდება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე. მათი პრეზიდენტის ინაუგურაცია თვის ბოლომდე იგეგმება. ეს არაა არჩევნები, რომელსაც მოსახლეობა აღიარებს. ასე რომ, მე გავაგრძელებ იმ ხალხის ხმის წარმოდგენას, რომელსაც სურს თავისი ხმის დაბრუნება, მათი მომავლისა და ევროპული მომავლის დაბრუნება. და დავრჩები, რაც არ ნიშნავს, რომ ეს ალტერნატიული ძალაა, რადგან მე არ მაქვს ძალაუფლება. მე ისევ სრულიად საკონსტიტუციო ჩარჩოში ვრჩები, მიუხედავად იმისა, რის წარმოჩენას ცდილობს ოფიციალური პროპაგანდა. მაგრამ უნდა იყოს ადამიანი, რომელიც იმ ერის ხმაა, რომელსაც სურს თავისი ევროპული მომავალი შეინარჩუნოს. ვაპირებ გავაგრძელო ამის გაკეთება და ვიყო კონტაქტი ჩვენი პარტნიორებისთვის, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისთვის, მედიისთვის, ხალხის ხმისთვის.

ქალბატონო პრეზიდენტო, როგორც თქვენ ამბობთ, დღევანდელი საპროტესტო ტალღა საკმაოდ დიდია, მაგრამ დეცენტრალიზებული. შეგიძლიათ დახმარება რეალურად უფრო ინსტიტუციონალურის ჩამოყალიბებაში, რათა ინფორმაცია გადავიდეს ერთი მიმართულებით, რათა ყველაფერი უფრო მოწესრიგებული გზით დამუშავდეს?

არა, რადგან ეს ჩემი, როგორც პრეზიდენტის როლი არაა. ის, რაც მე შემიძლია ვიყო, არის ხიდი, ესტაფეტ, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებას რაიმე სახის დიალოგის გახსნა სურს იმ ხალხთან, რომელიც აპროტესტებს ქუჩაში, როცა ეს დრო დადგება. მე ვარ ხიდი პროტესტსა და გარე სამყაროს შორის, რადგან შემიძლია მათი მოთხოვნების გამოხატვა. მე კი საზღვარგარეთ ჩვენი პარტნიორების ნდობა მაქვს, მაგრამ მე ნამდვილად არ შემიძლია ორგანიზება [აქციების]. ვერ გავაჩერებ. ვერ ავაჩქარებ. ეს ყველაფერი ხალხის ხელშია და ეს საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებასთანაა დაკავშირებული.

როცა სათითაოდ ხურავ ყველა შესაძლებლობას, რასაც აკეთებ, ფაქტობრივად, ისაა რომ ქუჩაში მყოფი ხალხის იმედგაცრუებას აძლიერებ და ყველამ იცის, რომ გაზრდილმა იმედგაცრუებამ შეიძლება ყველაფერი გამოიწვიოს. ასე რომ, ძალიან შემაშფოთებელი სიტუაციაა. ვიცი, რომ ყველა ჩვენი პარტნიორი (რადგან ძირითადად ამას ვაკეთებ მთელი დღის განმავლობაში) ძალიან შეშფოთებულია. ჩვენ გვესმის სულ უფრო და უფრო მეტი ხმა, რომელიც მოუწოდებს ძალადობის შეწყვეტას, ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანების გათავისუფლებას, რომლებიც დააპატიმრეს ტყუილად, მხოლოდ თავიანთი პოზიციის გამოხატვისთვის, რაც არის ის, რომ მათ არ სურთ ჰყავდეთ მთავრობა, რომელიც ხალხის უმრავლესობის თანხმობით არ იყო არჩეული, რომელმაც მანდატის გარეშე გადაწყვიტეს ჩვენი კავშირი ევროკავშირთან გაეწყვიტათ და ქვეყანა რუსეთის ხელში ჩაეგდოთ.

ქალბატონო პრეზიდენტო, ბოლო შეკითხვა. ბევრი მაყურებელი ამას ხედავს, როგორც ბრძოლას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ძალიან გამარტივებული ნათქვამია თუ ასე უნდა დავინახოთ ეს?

ეს ნაწილობრივ ასე აქ, დიახ. ვფიქრობ, რომ ახლა რუსეთმა თავისი სტრატეგიის დივერსიფიკაცია მოახდინა. მან ვერ შეძლო უკრაინაში სამხედროებით მოგება, მაგრამ ცდილობს ალტერნატიული სტრატეგია გამოცადოს, რომელიც ჰიბრიდული ომია, საარჩევნო ომი, რომელიც მას საქართველოში ჰქონდა. გამოყენებული მეთოდები რუსულისგან შთაგონებული იყო და ცხადია, რუსეთმაც თქვა ეს, როდესაც პრემიერის განცხადება იყო ევროკავშირისთვის ზურგის შექცევის შესახებ. მას ბატონმა პუტინმა, მედვედევმა, ბატონმა დუგინმა მიულოცა. ჩვენ რაღაც მსგავსს ვხედავთ, რომელიც რუმინეთში სხვა გზით გამოცადეს. ყოველ ჯერზე ის დახვეწილია და იყენებს სხვადასხვა ფორმებს. და, რა თქმა უნდა, მოლდოვაც იმავე მეთოდებს სამიზნე იყო. ამიტომ ძნელია არ დავინახოთ ეს, რომ ეს სტრატეგიაა, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე მყოფ ქვეყნებს ეხება, რაც ვიცით, რომ ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ ელემენტს წარმოადგენს ევროკავშირისა და ჩვენი ამერიკელი პარტნიორების საგარეო პოლიტიკისთვის. ასე რომ, დიახ, ეს არის რუსეთი, რომელიც ცდილობს ქულების მოპოვებას და დასავლეთზე გამარჯვებას.

სხვა სიახლეები