ინტერვიუ DW-სთან

ინტერვიუ DW-სთან 

ვესაუბრებით საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენ მხარს უჭერთ ანტისამთავრობო აქციებს. ჩვენ ვნახეთ წყლის ჭავლის გამოყენება, აქციის მონაწილეებს დაკავებები. რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?    

ეს არაა მხოლოდ წყლის ჭავლი და დაპატიმრებები, ეს სისტემური ძალადობაა მომიტინგეების მიმართ, რაც საქართველოს მოსახლეობაზე სისტემურ ძალადობას მოჰყვა მას შემდეგ, რაც მათ არჩევნებზე ხმა წაართვეს, როდესაც მათ ეტაპობრივად ქვეყნის თითოეულ დამოუკიდებელ ინსტიტუტს ართმევენ. ეს მთელი რუსული სისტემაა, რომელიც საქართველოში იკიდებს ფეხს და ამ დღეებში, თბილისში  მოსახლეობა სწორედ ამას აპროტესტებს. სიახლეა საქართველოსთვის, რომ საპროტესტო აქციები საქართველოს ყველა დიდ ქალაქში ერთდროულად ჩატარდა. პროტესტი იზრდება საჯარო სამსახურში, სადაც ადამიანები ხელს აწერენ საჯარო პროტესტს, ან ტოვებენ სამსახურს, მათ შორის დიპლომატიურ კორპუსში, განსაკუთრებით, ევროკავშირის ქვეყნების საელჩოებში. ეს არის მასიური ეროვნული პროტესტი ძალაუფლების უზურპაციის და საქართველოს რუსეთისკენ, ან რუსეთში ჩათრევის მცდელობის წინააღმდეგ.

ქალბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ, ჩვენ მაყურებლისთვის განგვიმარტოთ. მომიტინგეები ქუჩებში იმის გამო გამოვიდნენ, რომ მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები შეაჩერა. მთავრობა, როგორც ჩანს, შეფერხებას იმით ამართლებს, რომ ქვეყანაში არეულობაა. არის აქ რაიმე მსჯელობა?

მთავრობა ეგრეთ წოდებული მთავრობა, რადგან არჩევნები სრულად გაყალბდა, არჩევნები სისტემურად მოიპარეს, ასე რომ, არც პარლამენტი და არც მთავრობა ლეგიტიმური არაა. ეს ქვეყანა ევროინტეგრაციისკენ სტაბილურად მიდიოდა. ჩვენ კანდიდატის სტატუსი გასული წლის დეკემბერში მივიღეთ და მას შემდეგ, მიმდინარე წლის თებერვლიდან, ჯერ რუსული კანონით და შემდეგ, მთელი რიგი ღონისძიებებით, ხელისუფლებამ ევროკავშირის მიმართულებიდან გადაუხვია რუსეთისკენ, იმ ორიენტაციისგან, რომელიც საქართველოს ყოველთვის სურდა. საკმარისია გადავხედოთ რუსეთის განცხადებებს, რომლებიც ქართული ოცნებისლიდერებს, რომელსაც ჩვენ ახლა ქართულ კოშმარს ვუწოდებთ, ულოცავენ მათ ამ ცვლილებას, რაც მოსახლეობისთვის მიუღებელია.  

ასე რომ, მოსახლეობის წინააღმდეგობა ამ რადიკალური ცვლილების მიმართაა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რადგან საქართველოს კონსტიტუცია ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ითვალისწინებს და თითოეულ ინსტიტუტს ავალებს, გააკეთონ მაქსიმუმი საქართველოს ამ გზაზე პროგრესის გარანტირებისთვის.

თქვენ ახლა ისევ უარყავით არჩევნების შედეგებ, რის გამოც „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში უმრავლესობა შეინარჩუნა. არის თუ არა რაიმე იმედი ქართულ ოპოზიციისთვის, რომელიც აცხადებს, რომ პარლამენტს ბოიკოტს გამოუცხადებს?

პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს არცერთ დემოკრატიულ დასავლელ, ევროპელ პარტნიორს თვეზე მეტია ეს არჩევნები   რ უღიარებია. ეს უკვე ძალიან ძლიერი სიგნალია. უფრო მეტს უნდა ველოდოთ ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან, ასევე ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან.

სავარაუდოდ, დეკემბრის შუა რიცხვებში ევროპული საბჭოში საქართველოში არსებულ ვითარების ხელახლა განხილვა იქნება. ევროპარლამენტმა არჩევნები არ აღიარა, ახალ არჩევნებს ითხოვს და საქართველოს მოსახლეობა სწორედ ამას ითხოვს. ის არ ითხოვს რევოლუციას.

არაკონსტიტუციურს არაფერს ითხოვს. ისინი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, რომელიც მოიპარეს. სისტემური რუსული ტიპის სცენარი, რომელმაც მოიპარა არჩევნები, ძალიან ნათელი და მას [მოსახლეობას] ახლა ახალი არჩევნები ახალ პირობებში სჭირდება. და, ალბათ, ევროკავშირის ტექნიკური მისია, რომელიც აქ უნდა ჩამოვიდეს, უნდა იყოს ის, ვინც განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა გამოსწორდეს ყველა ეს დარღვევა, გაყალბება, რა ზომები უნდა იქნას მიღებული, რათა არჩევნებზე მომხდარის პრევენცია მოხდეს.

ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენ ამბობთ, რომ ოპოზიცია არ ითხოვს რევოლუციას, მაგრამ ფიქრობთ, რომ შესაძლოა სიტუაცია ამ კრიტიკულ წერტილამდე გადაიზარდოს?

ამაზე არაფერი მიუთითებს, რადგან ქუჩაში ძალიან მშვიდობიანი მომიტინგეები არიან. ისინი ორ რამეს ითხოვენ: ევროპული გზის დაბრუნებას და ახალ არჩევნებს. სხვა რაიმე სახის მოწოდება არაა და ყველაფერი უკიდურესად მშვიდობიანი იყო იმ მომენტამდე, სანამ პროტესტის ძალადობრივი დარბევა დაიწყებოდა და ალბათ, თქვენც გინახავთ ამის ამსახველი რამდენიმე სურათი, ამის მიუხედავად, ყველა პროტესტი გრძელდება ასევე, სამართლებრივ ჩარჩოებში, ადვოკატებით, რომლებიც აქციის მონაწილეების საქმეს იღებენ. ასე რომ, ჩვენ ძალიან კანონმორჩილი ქვეყანა ვართ.

ჩვენ უნდა ვიყოთ კანონმორჩილები და ვიყოთ კონსტიტუციურ ჩარჩოებში. ისინი, ვინც დღეს საკონსტიტუციო ჩარჩოს მიღმა არიან, ბევრი კუთხით, არიან დე ფაქტო ლიდერები, რომლებიც მივიღეთ ამ გაყალბებული არჩევნებიდან. ისინი კონსტიტუციას  პატივს არ სცემენ. ისინი ხალხის ნებას პატივს არ სცემენ და სწორედ აქ უნდა დავაბრუნოთ ისინი და დავაბრუნოთ ქვეყანა მის სწორ ევროპულ გზაზე.

ჩვენ,როგორც თქვენ ქალბატონო პრეზიდენტო, მოვლენებს თვალს ვადევნებთ. საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილი. მადლობა თქვენი დროის დათმობისთვის.

მადლობა.

სხვა სიახლეები