როგორც უკანონო არჩევნები. რა მოხდა საარჩევნო ყუთებთან საქართველოში?
არჩევნების მაქსიმალური გაყალბება ცდება იმ ფარგლებს, რასაც ამ ქვეყანაში ვაკვირდებოდით. უკანასკნელ ათწლეულებში მოვესწარით არჩევნების სხვადასხვა ტიპის გაყალბებას. თუმცა, თავისი მასშტაბებით და ფორმებით ახლანდელს ანალოგი არ გააჩნია. გამოიყენეს ყველაფერი, რისი წარმოდგენაც კი შეიძლება. ყველა სახის გაყალბება და ბევრად უფრო მეტიც. გარდა ამისა, გამოიყენეს ახალი ელექტრონული მოწყობილობები, რომლებიც იყენებდნენ პირადობის მოწმობებს, რაც მოსახლეობას ჩამოერთვა და ამგვარად, ერთი და იგივე ადამიანი 17-ჯერ აძლევდა ხმას სხვადასხვა საარჩევნო უბანზე. ჩვენი დიასპორის, მილიონზე მეტი ადამიანის ხმა მაქსიმალურად იქნა შეზღუდული. ქვეყნის ფარგლებს გარეთ არ გახსნეს ახალი უბნები, რადგან სავარაუდოდ, ნახეს მოლდოვის მოდელი და არ უნდოდათ, რომ განმეორებულიყო. აქედან გამომდინარე, ბოლოს იმ მილიონიდან მხოლოდ 33 ათასმა ადამიანმა შეძლო ხმის მიცემა. 100 ათასმა ადამიანმა რეგისტრაცია გაიარა და ხმის მიცემა უნდოდათ. ბევრი სხვა აქტივობა: დღის შუქზე ხდებოდა ფულის გადახდები, ახალგაზრდების ჯგუფები იყვნენ ამომრჩევლების დასაშინებლად, ან არეულობების შესაქმნელად, ხმების მიცემის პროცესისათვის ხელის შესაშლელად. ბევრ სხვა აქტივობას ჰქონდა ადგილი, რომელიც ადგილობრივი დამკვირვებლების მხრიდან ჯერ კიდევ შესწავლის ეტაპზეა.
თქვენ რუსეთსაც დასდეთ ბრალი, რომ ჩაერია მოცემულ არჩევნებში და საქართველოს მთავრობასაც, რომ გარკვეულწილად თანამშრომლობდა რუსეთთან. და არსებობს ამის რაიმე მტკიცებულება?
რუსეთისთვის პირდაპირი ბრალი არ დამიდია. ეს იყო რუსული ტიპის ოპერაცია. რა თქმა უნდა, იგი ჩატარდა ეფ-ეს-ბეს, რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მოდელით და მეთოდოლოგიით, რადგან იყო დახვეწილი და კარგად მომზადებული. საქართველოს მთავრობას აქვს თავისი კავშირები. არჩევნების წინა კვირებში გამოყენებული პროპაგანდა იყო რუსეთში გამოყენებული პროპაგანდის ზუსტი ასლი. ზოგიერთი ვიდეო პირდაპირ იმეორებდა პუტინის საარჩევნო კამპანიის დროს გამოყენებულს. აქედან გამომდინარე, დიახ, გამოიყენეს რუსული მეთოდოლოგია და სავარაუდოდ, ეფ-ეს-ბეს ტექნოლოგიით უზრუნველყვეს, თუ როგორ მოხდეს არჩევნების მანიპულირება. ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთის მთავრობამ ეს პირდაპირ მოიმოქმედა, მაგრამ ამჟამინდელ საქართველოს მთავრობასა და რუსეთს შორის კავშირები ძალიან აშკარაა.
ის ფაქტი, რომ ქართველ ხალხს წაართვეს არჩევნები, რომელსაც საქართველოსთვის სასარგებლო უნდა ყოფილიყო და უნდა მოეხდინა მისი ევროპაში შეშვება, ეს ნამდვილად რუსეთის მიზანია აღნიშნულ რეგიონში: საქართველოს, რომელმაც მოიპოვა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ხელი შეუშალოს განაახლოს და გააგრძელოს აღნიშნული მოლაპარაკებები. ეს იდგა მოცემული არჩევნების სასწორზე და სწორედ ეს მოსტაცეს ქართველ ხალხს, რომელიც თავისი დამოუკიდებლობის დღიდან და მანამდეც უდიდესი უმრავლესობით, რომ ბოლო კვირებსა და თვეებში 90%-საც მიაღწია, სურდა, რომ მისი ევროპული მომავალი დაცული ყოფილიყო. სად არის ეს ხმები? რა დაემართა მათ?
დღეს დიდი აქციაა თუმცა, რა შეიძლება მოხდეს ქვეყანაში?
მოქალაქეები გააკეთებენ იმას, რასაც ყოველთვის აკეთებდნენ: აჩვენებენ, რომ არ ეგუებიან ხმების ასეთ ქურდობას. დაადასტურებენ, რომ ეს არჩევნები არ იყო კანონიერი; და შემდეგ, პოლიტიკური პარტიების ჯერიც მოვა, რომ აირჩიონ მომავალი კვირებისთვის შესათავაზებელი სტრატეგია. აუცილებელია ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა. მე ამაზე ვმუშაობ. პირდაპირი კავშირი მაქვს ევროპის სხვადასხვა ლიდერთან და ვფიქრობ, რომ სავარაუდოდ, ერთ-ერთი გამოსავალია, გავიგოთ, შევაფასოთ მოკლე ხანში ახალი არჩევნების შესაძლებლობა ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით, მეტი გამჭვირვალობით, რომ მივცეთ ქართველ ხალხს შესაძლებლობა გამოხატოს თავისი ნამდვილი არჩევანი.
საქართველოს ოპოზიცია ერთიანია?
საქართველოს ოპოზიცია არაა ერთიანი და ეს ძალიან დადებითია, რადგან ოპოზიცია ერთიანია თავის პროევროპულ მიზანში. და პირველად მოგვეცა საშუალება, რომ ვიმოძრაოთ კოალიციური მთავრობისკენ, რომელიც ამ ქვეყანას ძალიან სჭირდება, რადგან 30 წელზე მეტია, რაც ერთპარტიულ სისტემაში ვცხოვრობდით. რა თქმა უნდა, დემოკრატია არაა ერთი პარტია, რომელიც ყველაფერს აკონტროლებს. დემოკრატიაში კოალიციების შექმნა უფრო რთულია, მაგრამ უფრო დემოკრატიულიცაა. ესაა ის, რისი შექმნის შესაძლებლობაც ამჯერად გვქონდა, რომ არ ყოფილიყო მიტაცება, ერთ მხარეს გვეყოლებოდა პროევროპული ძალებისგან შექმნილი კოალიციური მთავრობა, ერთმანეთისგან განსხვავებულები, არა ერთიანები, მაგრამ მათ საერთო მიზნის ირგვლივ გაერთიანებული და უფრო ძლიერი ოპოზიცია, რადგან სამთავრობო პარტია „ქართული ოცნება“ სავარაუდოდ, მიიღებდა დაახლოებით 30%-ს, რაც ძალიან მტკიცე პოზიციაა. ეს იქნებოდა დემოკრატია და ესაა ის, რაც მოგვპარეს.
თქვენ წლის ბოლოს პრეზიდენტობის მანდატს ასრულებთ, მაგრამ როგორ ფიქრობთ, როგორი მომავალი აქვს საქართველოს?
საბედნიეროდ, საქართველოს მომავალი არაა დაკავშირებულ ჩემს მანდატთან. შესაბამისად, ვფიქრობ საქართველოს მომავალი ევროპაშია. ამაში დარწმუნებული ვარ, და მუდამ ვიყავი, მწამს, რომ ის, რაც ვნახე ამ ხალხში, ამ მოსაზრებას ადასტურებს - ქვეყნის მედეგობა დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ მან იცის, სად უნდა წასვლა, იცის საკუთარი ფესვები და იცის სადაა თავისი მომავალი.