ინტერვიუ EURACTIV-თან

ინტერვიუ EURACTIV-თან 

ევროკავშირმა არჩევნების სადავო შედეგების საპასუხოდ „ყველა სახის ზეწოლა“ უნდა გამოიყენოს,  - განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა Euractiv-ს.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ოცნებ პრორუსებთან კავშირებში ამხილა, აც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ გზას.

26 ოქტომბრი სადავო არჩევნების შემდეგ, საქართველოს ევროპელმა პარტნიორებმა მმართველ პარტიაზე საკუთარი ბერკეტები უნდა გამოიყენონ, - განუცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Euractiv-ს თბილისში.

„ყველაზე მნიშვნელოვანი [ჩვენმა პარტნიორებმა] მხარი დაუჭირონ საქართველოს ევროპულ გზას და უკვე არსებულ ხაზს, რომელიც ევროკავშირისა და შეერთებული შტატების პოლიტიკის მომხრეა “, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის ეს კომენტარი მაშინ გაკეთდა, როცა ქართველები 28 ოქტომბერ მასობრივ საპროტესტო აქციაზე იკრიბებოდნენ, რათა მმართველი პარტიის გამარჯვება და არჩევნები გაეპროტესტებინათ, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლების თქმით, მნიშვნელოვანი დარღვევებით დასრულდა.

„[ქართველი] ხალხი [დღეს] გამოვა, რადგან მათ სხვა გზა არ აქვთ, გარდა იმისა, რომ მთელი მოსახლეობის იმედგაცრუება გამოხატონ - რომ მათი ხმები მოიპარეს, რომ მათ არჩევნებით ევროპულ გზაზე დაბრუნების გზა ვერ იპოვეს, რაც საქართველოს აბსოლუტურ უმრავლესობას სურს, სურდა და მომავალშიც მოისურვებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა Euractiv-თან ორბალიანის სასახლეში საუბრისას.

27 ოქტომბერს ზურაბიშვილმა და ოთხივე ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებმაც ასევე განაცხადეს, რომ პარლამენტს ბოიკოტს გამოუცხადებენ, უარყვეს „ქართული ოცნების“ არჩევნებში გამარჯვება.

„ჩემი განცხადება და ჩემი უარი არჩევნების არაღიარებაზე არ შეიძლება იყოს მხოლოდ ჩემი, ეს მთელი ქვეყნის უნდა იყოს “, - თქვა მან.

ევროკავშირის ზეწოლის საჭიროება  

ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპელი პარტნიორებისთვის მისი მთავარი გზავნილი იყო, მათ მხარი დაუჭირონ საქართველოს მოსახლეობას და პროევროპულ ძალებს საქართველოში და არ აღიარონ ხელისუფლების ლეგიტიმაცია, რომელიც იქამდე წავიდა, რომ ამ ქვეყანაში ხალხის ყველა თავისუფლება გააუქმა.

კითხვაზე, რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას ევროკავშირმა იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ საპროტესტო აქციებსა და ოპოზიციას ჩაახშობს, ზურაბიშვილმა კონკრეტული ვარიანტი არ გამოყო.

ქართული ოცნების მიერ კრემლის სტილის უცხოელი აგენტების კანონის მიღების შემდეგ, დარბევის საპასუხოდ, ევროკავშირმა მთელი რიგი ზომები შეიმუშავა, მათ შორის, ხელისუფლების მაღალჩინოსნების სანქცირება, ფინანსური დახმარების შემცირება და უვიზო მიმოსვლის შეზღუდვა, რათა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაში სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში გამოიყენოს.

„ყველანაირი ზეწოლა უნდა მოხდეს ამ ხელისუფლებაზე, რომელმაც არ შეასრულა ევროკავშირის არცერთი რეკომენდაცია, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ამ რეკომენდაციებს და დღეს უხეშად წავიდა საკუთარი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ “, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ახალი არჩევნები, ოპოზიციის სტრატეგია

კითხვაზე, თუ რას ელის მომდევნო დღეებსა და კვირებში, ზურაბიშვილმა თქვა, რომ ეს მისი გადასაწყვეტი არაა, მაგრამ გაერთიანებულ ოპოზიციას „მოწევს სტრატეგიის შემუშავება, თუ რა იქნება მომდევნო პერიოდში“. იდეები, რომლებიც ქართულ ოპოზიციურ წრეებში განიხილება, შეიძლება გაყალბებულ კენჭისყრაზე გამოძიებას და თავის დროზე ახალ არჩევნებს მოიცავდეს, - თქვა მან.

„ჩვენ ეს არჩევნები უნდა გამოვასწოროთ - ან გამოძიების გზით, რომელიც მიუწვდომელია და რაშიც ჩვენ ევროპელ პარტნიორები შესაძლოა, დაგვეხმარონ, ან ახალი არჩევნებით“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია არ შეიცვლება, საკუთარ მომავალზე დასმულ კითხვაზე - ზურაბიშვილმა თქვა:

„მათ [ქართულმა ოცნებამ] განაცხადეს, რომ ყველა ოპოზიციონერს დააკავებენ, რომ იმპიჩმენტს მომიწყობენ, მაგრამ ამ ეტაპზე, ამ არალეგიტიმური პარლამენტის პირობებში, მათ საკონსტიტუციო ხმები არ აქვთ, მაგრამ შეიძლება კიდევ სხვა რაღაც იპოვონ“, - თქვა მან.

„სიტუაცია ისეთია, რომ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ პირადად მე, ან სხვა ადამიანს, არამედ ამ ქვეყნის მთელ თავისუფლებას“, - თქვა მან.

„ქართული ოცნების“ პრორუსი მეგობრები

მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სავარაუდოდ, თავის ქართველ კოლეგას ირაკლი კობახიძეს შეხვდება, ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ ის, მას არ შეხვდება და ეს არც [ორბანს] მოუთხოვია.

„ქვეყანაში არავის უკვირს... ჩვენ მოსახლეობა პოლიტიკურად ძალიან გათვითცნობიერებულია, ჩვენ მიჩვეულები ვართ იმ ფაქტს, რომ [ქართულ ოცნებას] მხარს უჭერენ მხოლოდ ორბანი და პუტინის ადმინისტრაცია“, - თქვა მან.

„ყველასთვის გასაგებია, ვინ არიან ამ ხელისუფლების მეგობრები, ისინი უფრო და უფრო აშკარად პრორუსულები არიან და საქართველოს დემოკრატიას და მის ევროპულ გზას აშორებენ“, - განაცხადა მან.

კითხვაზე, აწუხებს თუ არა ის, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთს პრაქტიკულ მხარდაჭერას სთხოვს -  ზურაბიშვილმა თქვა, რომ მას არ აქვს მინიშნება, რომ ეს მოხდება.

„ეს არის სცენარი, რომლითაც ისინი ცდილობენ ხალხი შეაშინონ, რომ თუ ოპოზიციამ გაიმარჯვა, ან თუ ოპოზიცია რაიმეს გააკეთებს, მაშინ რუსები შემოვლენ, მაგრამ ეს ასე არაა“, - თქვა მან.

„ეს მოსახლეობა აპროტესტებს, რადგან ვიცით, რომ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში ვართ და მოსახლეობა თავის ხმას გამოხატავს, მაგრამ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების გადასაწყვეტია, მხარი დაუჭირონ ქვეყანაში დემოკრატიას “, - თქვა მან.

"ეს არასოდეს იქნება ბელორუსია, რადგან ბელორუსია ძალიან განსხვავებულია, მაგრამ არის ამ ქვეყნის იმ რელსებიდან გადაყვანის მცდელობა, ომელიც ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში, ყველა ქართველის იმედი და ბრძოლა", - დასძინა ზურაბიშვილმა.

სხვა სიახლეები