საქართველოს პრეზიდენტი: „ჩვენ ვდგავართ არჩევნების აშკარა მოპარვის წინაშე“
საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ აღიარებს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნების შედეგებს, რის შედეგადაც პრორუსულმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. "Liberation"-თან ინტერვიუში ის გმობს მოსკოვის მიერ ორკესტრირებულ "ოპერაციას".
უახლოესი დღეები საქართველოში დაძაბულობას გვპირდება. მმართველი პარტიის, ქართული ოცნების, პრორუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის გამარჯვებას ეწინააღმდეგება მთელი პროევროპული ოპოზიცია, რომელიც გმობს შაბათს, 26 ოქტომბერს ჩატარებული საკანონმდებლო არჩევნების მასიურ გაყალბებას. ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უარს ამბობს შედეგის აღიარებაზე და მოუწოდებს ქართველებს გამოვიდნენ ქუჩებში ამ ორშაბათს, 28 ოქტომბერს, საღამოს 7 საათზე (პარიზის დროით 16:00 საათზე) იმის წინააღმდეგ, რაც მისი შეფასებით არის „სპეციალური რუსული ოპერაცია“. ის უბრუნდება Liberation-ს არჩევნების შემდგომ მიმდინარე დაპირისპირებისას.
რა ინფორმაცია გაქვთ არჩევნებში რუსეთის ჩარევის პოტენციალის შესახებ?
ჩვენ არჩევნების აშკარა მოპარვის წინაშე ვდგავართ. ეს მართლაც ძალიან დახვეწილი ოპერაცია იყო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, საქართველოს ფარგლებს გარეთ განშტოებებით. ეს იყო ძალიან კარგად შემუშავებული, რადგან ჩვენ ამ მასშტაბისას ვერ ვიფიქრებდით, რაც სცილდება იმ გაყალბებას, რომელსაც ჩვენ ჩვეულებრივ შეჩვეულნი ვიყავით. ჩვენ გვეგონა, რომ იქნებოდა გაყალბების კლასიკური შემთხვევები, მაგრამ მოსახლეობის ძალიან ძლიერი მობილიზება შესაძლებელს გახდიდა ამის კომპენსაციას.
მაგრამ გაყალბება, უდაოდ, ელექტრონული ხმის მიცემის აპარატებით მასიური იყო. იმდენად დახვეწილი, რომ ეს შესაძლებელი იყო მხოლოდ მოსკოვის დახმარებით, საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე ამ ჰიბრიდულ ომში. რეალურად, ეს არის გზა იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველო ვერ დაუბრუნდეს თავის ევროპულ ტრაექტორიას. ისევე როგორც ამას მოსკოვი ცდილობს სამხედრო გზით უკრაინაში, ან როგორც მოლდოვაში არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობით.
აქედან გამომდინარე, ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა ევროპისთვის, რადგან აქ ევროპის გაფართოებაა სასწორზე, რომელიც უკვე არა მხოლოდ (ევროკავშირის) წევრებისათვის განიხილება სარგებელოდ, არამედ როგორც ევროპული ძალის გაფართოება შავი ზღვის გარშემო, მის კავშირები ცენტრალურ აზიასთან და კავკასიის სხვა ქვეყნებთან. ამრიგად, ამ არჩევნებს აქვს დიდი გეოპოლიტიკური ფსონი და გასაკვირი არ არის, რომ რუსეთმა გამოიყენა ყველა საშუალება ამ ორიენტაციის შებრუნებისთვის.
შესაძლებელია თუ არა ამ გაყალბების მასშტაბის დემონსტრირება?
ქვეყანაში ყველა სახის გაყალბების სტრატეგია იქნა გამოყენებული. კლასიკური საშუალებები, როგორიცაა მაგალითად სოციალურად დაუცველი ოჯახების მოსყიდვა. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ჩვენ მივხვდით, რომ ადგილი ჰქონდა გაყალბებას ელექტრონული ხმის მიცემის აპარატებით, ჩვენი ახალი ხმის მიცემის სისტემით, რომელიც ჩვენი აზრით, შეზღუდავდა ბიულეტენებით მანიპულირებას. რეალურად, ფართო მასშტაბით, პირადობის დამადასტურებელი მოწმობებით, რომლებიც ამოღებული იყო ხალხისგან, ასლებით, ან ელექტრონული ხმის მიცემის აპარატების გატეხვით, ხმები მრავლდებოდა. ის, რასაც ჩვენ აქ ოდესღაც „სომხურ კარუსელს“ ვეძახით, გახდა „ელექტრონული კარუსელი“, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანს ხმა მისცეს ჩვიდმეტჯერ, თვრამეტჯერ…
უფრო მეტიც, ხმის მიცემის წინასწარი გამოკითხვები ყველა ერთი მიმართულებით წავიდა და ძალიან ნათლად აჩვენა, რომ მთელს ოპოზიციურ სპექტრს ჰქონდა ხმების 60-დან 70%-მდე, 30-დან 40%-მდე ,,ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, შედეგები რომელშიც ასევე მოვიაზრებდით შესაძლო გაყალბებებს, რომელსაც მიჩვეული ვართ. ეს ის ციფრებია, რასაც უცხოეთში მცხოვრები ქართველების კენჭისყრაში ვხვდებით, რომელიც თავისუფალი იყო.
ადგილობრივმა და საერთაშორისო დამკვირვებლებმა ყველამ აღნიშნა დარღვევები. მიუხედავად საჩივრებისა, სასამართლოები აქ არ არის დამოუკიდებელი, მცირე საკანონმდებლო რესურსი იქნება გამოყენებული ამ ხმების ნაწილის გამოსწორებისათვის და ის იმდენად მასიურია, რომ შეუძლებელი იქნება.
რა არის შემდეგი ნაბიჯები პროევროპულ ოპოზიციასთან ერთად განსაზღვრულ პოსტსაარჩევნო საგზაო რუკაზე?
ყველაფერი დიდად იქნება დამოკიდებული ევროპულ და ამერიკულ რეაქციებზე, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ არ ცნოს ამ არჩევნების შედეგები. საუბარია არა იმ პარტიასთან დაპირისპირების დაწყებაზე, რომელიც თავს არჩეულად თვლის, არამედ ახალი არჩევნების დანიშვნაზე, შესაძლოა, ევროპულ ადმინისტრაციასთან, რომელიც დაგვეხმარება ჭეშმარიტად თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებაში. უახლოეს კვირებში ვნახავთ, საით შეგვიძლია სვლა. ეს განხილვები პროევროპული ოპოზიციური პარტიების სამუშაო იქნება. ჩემი მხრივ, აქ ვარ იმისთვის, რომ ვაჩვენო ამ არჩევნების გაყალბება.
ამ ორშაბათს საღამოს დიდი დემონსტრაციისკენ მოუწოდებთ (მოსახლეობას), ქუჩის პროტესტი ერთადერთი გზაა? არის თუ არა ქვეყნის დესტაბილიზაციის რისკი?
ქართველი ხალხისთვის ეს ერთადერთი გზაა გამოხატოს განცდა, რომ არჩევნები მოიპარეს. ეს ასევე არის იმის ჩვენების საშუალება, რომ მოსახლეობა რჩება თავისი პროევროპული ორიენტაციის ერთგული და მტკიცე, რომ დაიცვას თავისი ევროპული მომავალი და განსაკუთრებით თავისი ხმა. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ქართველმა ხალხმა იცის რა უნდა. ძალიან დიდი უმრავლესობა არის პროევროპული და ეს არ შეიცვლება, მაშინაც კი, თუ საპირისპირო ორიენტაციის მქონე პარტიის მმართველობის წლები ან თვეების გაძლება მოუწევს.
თუმცა, მოვუწოდებ მოქალაქეებს, დაიცვან თავიანთი უფლებები, ოღონდ კონსტიტუციურ ჩარჩოებში, როგორც ეს იყო მშვიდობიანი დემონსტრაციების დროს უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ. სწორედ აქ იქნება დასავლეთის მხარდაჭერა აუცილებელი, რადგან თუ ხელისუფლება არჩევნების წინ გამოცხადებულ გზას დაადგა, ანუ ოპონენტების დაკავება, მედიის მეთვალყურეობის ქვეშ მოქცევა...ამ მომენტიდან მოსახლეობა ქუჩებში რეაგირების სხვა დონეზე გადასვლის საფრთხის წინაშე დადგება. აუცილებელია, რომ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა გამოხატონ მკაფიო მხარდაჭერა, რათა ქვეყანა არ დაადგეს ძალადობის გზას. იმიტომ, რომ საქართველოს დესტაბილიზაცია მხოლოდ მოსკოვს ემსახურება.